პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„საქართველოს ევროპული გზა კვლავ ღიაა, თუკი ხელისუფლება კურსს შეცვლის“ - მარტა კოსი

ქართული ოცნება

ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დემოკრატიაზე თავდასხმით ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის, თუმცა საქართველოს ევროპული გზა კვლავ ღიაა, თუკი ხელისუფლება კურსს შეცვლის.

„საქართველოს ევროპული გზა კვლავ ღიაა, თუკი ხელისუფლება კურსს შეცვლის“ - მარტა კოსი
TV პირველი

„ქართული ოცნება“ დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმებით საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროპარლამენტში, 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენისას განაცხადა.

კოსის შეფასებით, საქართველოში სამოქალაქო სივრცე კიდევ უფრო შეიზღუდა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები კი ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს ემუქრება. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერების პირობებში ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა საქართველოსთან ურთიერთობის მთავარი ჩარჩო ვეღარ იქნება.

ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული ვითარების შეცვლა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, თუმცა ქვეყნისთვის ევროკავშირის კარი კვლავ ღია რჩება.

„მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის საფუძვლებს. ვინაიდან გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, ამ ეტაპზე, ვეღარ იქნება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების ცენტრალური ჩარჩო.

ვითარების შეცვლისა და ახალი ეტაპის დაწყების პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ევროპული გზა კვლავ ღიაა, თუკი საქართველოს ხელისუფლება კურსს შეცვლის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს”, - აღნიშნა მარტა კოსმა.

ევროკომისიის მიერ 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენა 4 ნოემბერს არის დაგეგმილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმარტა კოსი - საქართველოში მმართველი პარტია აგრძელებს ევროპული გზისთვის ძირის გამოთხრას - ვინაიდან გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, გაფართოების პოლიტიკა, ამ ეტაპზე, ვეღარ იქნება საქართველოსთან ურთიერთობების ცენტრალური ჩარჩო
  2. ალიაოპოზიციური“გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია” – მარტა კოსი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკომისია – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შეფასება მხოლოდ ნომინალურიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები