საქართველოს კანდიდატის სტატუსი ახლა მხოლოდ ფურცელზე არსებობს - მარტა კოსი
ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს და სანამ ხელისუფლება კურსს არ შეცვლის, ევროკავშირი მასთან თანამშრომლობას არ განაახლებს.

„საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს“, – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონები ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს და ვიდრე ხელისუფლება კურსს არ შეცვლის, ევროკავშირი მასთან თანამშრომლობას არ განაახლებს.
ამასთან, კოსი ხაზს უსვამს, რომ ბრიუსელი ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს.
საქართველოს კანდიდატის სტატუსი ახლა მხოლოდ ფურცელზე არსებობს. ჩვენ მოხარილი ვიქნებოდით საქარყველოს მთავრობასთან ისევ თანამშრომლობით,თუმცა ამისთვის საჭიროა მოძრაობა.სანამ ისინი წინ არ მიიწევენ, მათი ნაბიჯევი არის უკუსვლა ბევრი იმ კანონით რაც მიიღეს, ასე რომ სანამ წინ არ წავლენ ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ. თუმცა მაქვწ მნიშვნელოვანი სათქმელი ქართველი ხალხისთვის, იმ შემთხვევაშიც კი როცა ჩვენ არ ვთანამშრომლობთ ხელისუფლებასთან, ჩვენ ვთანამშრომლობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან. ჩვენ ვეხმარებით ხალხს ბევრი მიმართულებით და ამას გავაგრძელებთ მომავალშიც. გაგვიხარდება, თუ საქართველო მხოლოდ ფურცელზე აღარ იქნება კანდიდატი ქვეყანა, - განაცხადა კოსი
დღეს 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა იმართება, სადაც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. სხდომას კაია კალასი ხელმძღვანელობს. საქართველოს საკითხი დღის წესრიგში „მიმდინარე საკითხების“ ნაწილშია შეტანილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიასაქართველოს კანდიდატის სტატუსი ახლა მხოლოდ ფურცელზე არსებობს – მარტა კოსი
მარტა კოსი: კარგი იქნებოდა, საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფურცელზე არ იყოს
ჩვენ დიდი სიამოვნებით განვაახლებდით საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, მაგრამ მათ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან - მარტა კოსი
კოსი: ევროპული ღირებულებებისკენ წინსვლამდე ოცნებასთან თანამშრომლობას არ განვაახლებთ
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი ამჟამად მხოლოდ ქაღალდზე არსებობს
ციტატები სტატიიდან
„საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…