პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარტა კოსი: კარგი იქნებოდა, საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფურცელზე არ იყოს

ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ სანამ საქართველოს ხელისუფლება ევროპული ღირებულებებისკენ ნაბიჯებს არ გადადგამს, ევროკავშირი მასთან არ ითანამშრომლებს, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას განაგრძობს.

მარტა კოსი: კარგი იქნებოდა, საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფურცელზე არ იყოს
ფორმულა

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს უპასუხა კითხვაზე - გეგმავს თუ არა ევროკავშირი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას.

კოსის თქმით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს.

"ძალიან გვსურს საქართველოს ხელისუფლებასთან კვლავ აქტიური თანამშრომლობა, მაგრამ მათ ნაბიჯები უნდა გადადგან.

სანამ ისინი წინ არ მიდიან და პირიქით, იმ კანონებით, რომლებიც მიიღეს, უკუსვლას განიცდიან, სანამ წინსვლა არ იქნება, სანამ ევროპული ღირებულებებისკენ არ გადადგამენ ნაბიჯებს, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ", - თქვა კოსმა.

კოსმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას აგრძელებს და მხარს უჭერს ქართველ ხალხს.

"საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გვაქვს: მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებასთან არ ვთანამშრომლობთ, ჩვენ ვთანამშრომლობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან და მხარს ვუჭერთ ხალხს.

ბევრი სფეროა, სადაც დახმარებას ვუწევთ და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. კარგი იქნებოდა, საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფურცელზე არ იყოს, მაგრამ წინსვლისთვის ორივე მხარის ჩართულობაა საჭირო", - აგანაცხადა კოსმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციურისაქართველოს კანდიდატის სტატუსი ახლა მხოლოდ ფურცელზე არსებობს - მარტა კოსი
  2. ალიაოპოზიციურისაქართველოს კანდიდატის სტატუსი ახლა მხოლოდ ფურცელზე არსებობს – მარტა კოსი
  3. რუსთავი 2სამთავრობოჩვენ დიდი სიამოვნებით განვაახლებდით საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, მაგრამ მათ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან - მარტა კოსი
  4. ტაბულაოპოზიციურიკოსი: ევროპული ღირებულებებისკენ წინსვლამდე ოცნებასთან თანამშრომლობას არ განვაახლებთ
  5. იმედინიუსისამთავრობომარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი ამჟამად მხოლოდ ქაღალდზე არსებობს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძალიან გვსურს საქართველოს ხელისუფლებასთან კვლავ აქტიური თანამშრომლობა, მაგრამ მათ ნაბიჯები უნდა გადადგან. სანამ ისინი წინ არ მიდიან და პირიქით, იმ კანონებით, რომლებიც მიიღეს, უკუსვლას განიცდიან, სანამ წინსვლა არ იქნება, სანამ ევროპული ღირებულებებისკენ არ გადადგამენ ნაბიჯებს, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ“
„საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გვაქვს: მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებასთან არ ვთანამშრომლობთ, ჩვენ ვთანამშრომლობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან და მხარს ვუჭერთ ხალხს. ბევრი სფეროა, სადაც დახმარებას ვუწევთ და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. კარგი იქნებოდა, საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფურცელზე არ იყოს, მაგრამ წინსვლისთვის ორივე მხარის ჩართულობაა საჭირო“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველოში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა - ევროკომისარი კოსიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები