პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოსამართლემ ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი გახსნა - სხდომას ღარიბაშვილი არ ესწრება

საქართველოს პროკურატურა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა კორუფციაში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა გახსნა, რომელსაც თავად ბრალდებული არ ესწრება.

მოსამართლემ ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი გახსნა - სხდომას ღარიბაშვილი არ ესწრება
ინტერპრესნიუსი

ამ ეტაპისთვის საქმის განხილვა საჯარო სხდომაზე უნდა გაგრძელდეს, - ამის შესახებ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განაცხადა, რომელმაც კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა გახსნა და ის დახურულ რეჟიმში არ ტარდება.

აღნიშნულის მიზეზად მოსამართლემ ,,საჯაროობის და თანაზომიერობის პრინციპი დაასახელა".

სასამართლოს სხდომათა დარბაზში მედიის წარმომადგენლები და დამსწრეები შეუშვეს.

პროცესს არ ესწრება თავად ირაკლი ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ღარიბაშვილის პროცესი, რომელიც გაურკვეველი ვადით იყო გადადებული, ჩაინიშნა 20 ნოემბერსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები