ვემიჯნები იმაში, რომ ერთ კონკრეტულ პირს არასდროს ახდევინებდა გადასახადებს და დააგროვებინა ასობით მილიონი - ნიკა გვარამია სააკაშვილს ემიჯნება
ნიკა გვარამიას მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი საქველმოქმედო პროექტებს ბიუჯეტის ფულით ახორციელებდა და გადასახადებს არ იხდიდა, რასაც მმართველ გუნდში სიცრუე და შეცდომაში შეყვანის მცდელობა უწოდეს.
სიცრუე, უტიფრობა და საზოგადოების გამიზნულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც დღეს სხდომაზე თქვა, რომ ემიჯნება წინა ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, გვარამიას მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი საქველმოქმედო პროექტებს ბიუჯეტის ფულით ახორციელებდა.
"ვემიჯნები იმაში, რომ ერთ კონკრეტულ პირს არასდროს არ ახდევინებდა გადასახადებს და დააგროვებინა ასობით მილიონი. ვემიჯნები იმაში, რომ ამ კონკრეტულ პირს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით, ვითომ ქველმოქმედება აწარმოებინა, რომელიც სინამდვილეში აღმოჩნდა გრძელვადიანი საარჩევნო კამპანია - აი ამაში ვემიჯნები. ეს ერთადერთი პირი ბიძინა ივანიშვილია სხვათა შორის", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ რეალურად ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტში თანხები თავად შეჰქონდა, აფინანსებდა პოლიციის, ჯარის და განათლების რეფორმას, რაც საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი.
მათივე თქმით, ივანიშვილი ქველმოქმედებაში ხარჯავდა ფულს, რომელიც საქართველოში არ დაუგროვებია და რასაც სახელმწიფო საკუთარი სახსრებით ვერ ფარავდა, იმას საკუთარი ჯიბიდან აფინანსებდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაგიორგი კახიანი: ბიძინა ივანიშვილი, როცა ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, აფინანსებდა პოლიციელების, მასწავლებლების ხელფასებს, უამრავი რამ აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის. გვარამია ამას ემიჯნება და არა სისტემურ დანაშაულებს, რომელსაც ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლების დროს
გიორგი კახიანი – ბიუჯეტი როცა გაღლეტილი იყო, ბიძინა ივანიშვილი პოლიციელების, მასწავლებლების ხელფასებს აფინანსებდა, ნიკა გვარამია თურმე ამას ემიჯნება და არა წინა ხელისუფლების სისტემურ დანაშაულებს
გიორგი კახიანი: ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, აფინანსებდა პოლიციელებისა და მასწავლებლების ხელფასებს. უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის, პირადი სახსრები, 3.5 მილიონი დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაში და ამ თანხიდან 1 თეთრი საქართველოში არ უშოვია
გიორგი კახიანი - ბევრი აბსურდი მოვისმინეთ გვარამიასგან - ბიძინა ივანიშვილს უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ქვეყნისათვის და თურმე გვარამია ამას ემიჯნება და არა იმას, რომ სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს
გიორგი კახიანი: “ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, აფინანსებდა პოლიციელებისა და მასწავლებლების ხელფასებს. უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის, პირადი სახსრები, 3.5 მილიონი დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაში და ამ თანხიდან 1 თეთრი საქართველოში არ უშოვია”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…