ნიკა გვარამია - ყველაზე ცხადი ის არის, რომ მოსარჩელე პოზიციით არის უკიდურესად სუსტი - ვწუხვარ, ცუდი საყურებელია
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე „ქართული ოცნების“ პოზიცია „უკიდურესად სუსტია“ და პარტიების დაშლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების პოზიცია „უკიდურესად სუსტია“.
გვარამიას თქმით, მათი პოზიციები არაპროფესიონალურია და „ცუდი საყურებელი“. ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ პარტიების აკრძალვის საფუძველი და წინაპირობა არ არსებობს.
„მთავარი ამბავი ის არის, რომ არაფერია რეალურად, რაც საქმეზე იმოქმედებდა და პარტიების დაშლის საფუძველია. ჩვენ არ მოგვისმენია, როდესაც სამართლებრივი ანალიტიკა უნდა გააკეთოს მოსარჩელე მხარემ და ასევე, ფაქტები მოიყვანოს, რომელიც პარტიების დასჯის წინაპირობა იქნება - ამ შემთხვევაში კონსტიტუციურად დაშლის. ამის ნაცვლად, „არ ვუპასუხებთ“ ვიხილეთ სარჩელში და ცხადია, რომ არაფერი ახალი და დამატებითი, მნიშვნელოვანი აქ არ ხდება და არც მოხდება. ის, რომ წინა ხელისუფლების გასამართლება მიდის, ესეც ცხადია და ამას რომ იყენებს თავის ამომრჩეველთან, თუ მოსახლეობასთან საკომუნიკაციოდ, ზუსტად მოსარჩელე და არა ვინმე სხვა, ესეც ცხადია. მგონი, ყველაზე ცხადი ის არის, რომ მოსარჩელე როგორც პოზიციით არის სუსტი, ასევე, ვფიქრობ, რომ ნებისმიერ შეკითხვაზე და ნებისმიერ შუამდგომლობაზე პასუხი, რაც კი მოსარჩელისგან მოვისმინეთ, იყო უკიდურესად სუსტი”, - აღნიშნა გვარამიამ და დასძინა: „არა მგონია, რომ ეს სწორია და ვწუხვარ - ცუდი საყურებელია, მერწმუნეთ, და არ არის მხოლოდ ჩემი აზრი“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…