გიორგი კახიანი: ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, აფინანსებდა პოლიციელებისა და მასწავლებლების ხელფასებს. უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის, პირადი სახსრები, 3.5 მილიონი დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაში და ამ თანხიდან 1 თეთრი საქართველოში არ უშოვია
გიორგი კახიანის განცხადებით, ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ სისტემურ დანაშაულებს კი არ ემიჯნება, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნისთვის გაწეულ ქველმოქმედებას, რომელმაც ქონების 80% ქვეყანას მოახმარა და პოლიციელებისა და მასწავლებლების ხელფასებს აფინანსებდა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ნიკა გვარამიას განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებს კი არ ემიჯნება, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნისთვის გაწეულ ქველმოქმედებას.
კახიანის თქმით, იმ ფონზე, როდესაც იყო მოლოდინი, რომ გვარამია ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს გაემიჯნებოდა, აღმოჩნდა, რომ ემიჯნებოდა ბიძინა ივანიშვილს.
კახიანის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს ქონება საქართველოში არ შეუძენია, თავისი ქონების 80% - 3.5 მილიარდზე მეტი ქვეყანას მოახმარა და გაღლეტილი ბიუჯეტის პირობებში პოლიციელებისა თუ მასწავლებლების ხელფასებს აფინანსებდა. მისივე თქმით, გვარამია სწორედ ამ სიკეთეებს ემიჯნება.
„დღეს ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ ბატონი გვარამიასგან, და არაერთი მაგალითი ითქვა ამ თვალსაზრისით, მაგრამ ერთს გამოვყოფდი. მან ისაუბრა იმაზე, რომ რას ვემიჯნებიო და იყო მოლოდინი იმისა, რომ იტყოდა ვემიჯნები მაგალითად, ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მაგრამ აღმოჩნდა რომ იგი ამას კი არ ემიჯნება, იგი თურმე ემიჯნება იმას, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა და შემდგომ ამ გადასახადებით მოვიდა იგი პოლიტიკაში, ანუ ამას ამბობს ადამიანზე, რომელსაც ქონება საქართველოში არ შეუძენია და, რაც ჰქონდა ქონება, თავისი ქონების 80% მოახმარა ქვეყანას, და 3.5 მილიონი ქველმოქმედება აქვს გაწეული ამ ქვეყნის მიმართ. ბიძინა ივანიშვილი, მაშინ როდესაც ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, იგი აფინანსებდა პოლიციელების ხელფასებს, მასწავლებლების ხელფასებს და უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის და აღმოჩნდა, რომ თურმე ბატონი გვარამია ამას ემიჯნება და არა იმას, რომ სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს”, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაგიორგი კახიანი: ბიძინა ივანიშვილი, როცა ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, აფინანსებდა პოლიციელების, მასწავლებლების ხელფასებს, უამრავი რამ აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის. გვარამია ამას ემიჯნება და არა სისტემურ დანაშაულებს, რომელსაც ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლების დროს
გიორგი კახიანი – ბიუჯეტი როცა გაღლეტილი იყო, ბიძინა ივანიშვილი პოლიციელების, მასწავლებლების ხელფასებს აფინანსებდა, ნიკა გვარამია თურმე ამას ემიჯნება და არა წინა ხელისუფლების სისტემურ დანაშაულებს
ვემიჯნები იმაში, რომ ერთ კონკრეტულ პირს არასდროს ახდევინებდა გადასახადებს და დააგროვებინა ასობით მილიონი - ნიკა გვარამია სააკაშვილს ემიჯნება
გიორგი კახიანი - ბევრი აბსურდი მოვისმინეთ გვარამიასგან - ბიძინა ივანიშვილს უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ქვეყნისათვის და თურმე გვარამია ამას ემიჯნება და არა იმას, რომ სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს
გიორგი კახიანი: “ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, აფინანსებდა პოლიციელებისა და მასწავლებლების ხელფასებს. უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის, პირადი სახსრები, 3.5 მილიონი დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაში და ამ თანხიდან 1 თეთრი საქართველოში არ უშოვია”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…