ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი კახიანი: ბიძინა ივანიშვილი, როცა ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, აფინანსებდა პოლიციელების, მასწავლებლების ხელფასებს, უამრავი რამ აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის. გვარამია ამას ემიჯნება და არა სისტემურ დანაშაულებს, რომელსაც ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლების დროს

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტი

გიორგი კახიანის მტკიცებით, ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ სისტემურ დანაშაულებს კი არ ემიჯნება, არამედ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, რომლითაც ის გაღლეტილი ბიუჯეტის დროს პოლიციელებისა და მასწავლებლების ხელფასებს აფინანსებდა.

სიცრუე, უტიფრობა და საზოგადოების გამიზნულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც დღეს სხდომაზე თქვა, რომ ემიჯნება წინა ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, გვარამიას მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი საქველმოქმედო პროექტებს ბიუჯეტის ფულით ახორციელებდა.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ რეალურად, ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტში თანხები თავად შეჰქონდა, აფინანსებდა პოლიციის, ჯარის და განათლების რეფორმას, რაც საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი.

მათივე თქმით, ივანიშვილი ქველმოქმედებაში ხარჯავდა ფულს, რომელიც საქართველოში არ დაუგროვებია და რასაც სახელმწიფო საკუთარი სახსრებით ვერ ფარავდა, იმას საკუთარი ჯიბიდან აფინანსებდა.

"ისაუბრა იმაზე, რომ მე რას ვემიჯნებიო და იყო მოლოდინი იმისა, რომ იტყოდა, რომ ვემიჯნები მაგალითად იმ ადამიანის უფლებების იმ სისტემურ დარღვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა "ნაციონალური მოძრაობის" დროს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ იგი ამას კი არ ემიჯნება, თურმე ემიჯნება იმას, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა და შემდგომ ამ გადასახადებით მოვიდა იგი პოლიტიკაში. ანუ ეს ამას ამბობს ადამიანზე, რომელსაც ქონება საქართველოში არ შეუძენია და რაც ჰქონდა ქონება, თავისი ქონების 80%-ი მოახმარა ქვეყანას და 3 მილიარდ 500 მილიონის ქველმოქმედება აქვს გაწეული ამ ქვეყნის მიმართ. ბიძინა ივანიშვილი, მაშინ, როდესაც ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, აფინანსებდა პოლიციელების ხელფასებს, მასწავლებლების ხელფასებს და უამრავი რამ აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის. აღმოჩნდა, რომ თურმე ბატონი გვარამია ამას ემიჯნება და არა იმას, რომ სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლების ყოფნის დროს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 4ნეიტრალური 1
  1. პირველი არხისამთავრობოგიორგი კახიანი – ბიუჯეტი როცა გაღლეტილი იყო, ბიძინა ივანიშვილი პოლიციელების, მასწავლებლების ხელფასებს აფინანსებდა, ნიკა გვარამია თურმე ამას ემიჯნება და არა წინა ხელისუფლების სისტემურ დანაშაულებს
  2. რუსთავი 2სამთავრობოვემიჯნები იმაში, რომ ერთ კონკრეტულ პირს არასდროს ახდევინებდა გადასახადებს და დააგროვებინა ასობით მილიონი - ნიკა გვარამია სააკაშვილს ემიჯნება
  3. იმედინიუსისამთავრობოგიორგი კახიანი: ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, აფინანსებდა პოლიციელებისა და მასწავლებლების ხელფასებს. უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის, პირადი სახსრები, 3.5 მილიონი დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაში და ამ თანხიდან 1 თეთრი საქართველოში არ უშოვია
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგიორგი კახიანი - ბევრი აბსურდი მოვისმინეთ გვარამიასგან - ბიძინა ივანიშვილს უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ქვეყნისათვის და თურმე გვარამია ამას ემიჯნება და არა იმას, რომ სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს
  5. POSTVსამთავრობოგიორგი კახიანი: “ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, აფინანსებდა პოლიციელებისა და მასწავლებლების ხელფასებს. უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის, პირადი სახსრები, 3.5 მილიონი დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაში და ამ თანხიდან 1 თეთრი საქართველოში არ უშოვია”
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გვარამიამ უტიფრობის ახალი სიმაღლეები დაიპყრო. ყველამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი აქეთ ეხმარებოდა საქართველოს 90-იანი წლების დასაწყისიდან, რამდენიმე მილიარდი აქვს დახარჯული მხოლოდ ქველმოქმედებაში - ლევან მაჭავარიანი ნიკა გვარამიას განცხადებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები