პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი კახიანი - “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომისიის დასკვნას არაერთხელ „ასავალ-დასავალის კრებული“ უწოდეს - ისინი წარსულს არ ნანობენ

ნაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტი

გიორგი კახიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულს არ ნანობს, რადგან მათ წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომისიის დასკვნას არაერთხელ „ასავალ-დასავალის კრებული“ უწოდეს.

გიორგი კახიანი - “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომისიის დასკვნას არაერთხელ „ასავალ-დასავალის კრებული“ უწოდეს - ისინი წარსულს არ ნანობენ
ინტერპრესნიუსი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომისიის დასკვნას არაერთხელ „ასავალ-დასავალის კრებული“ უწოდეს.

მისი თქმით, მძიმეა, როდესაც დასკვნას, რომელშიც ადამიანების ტრაგიკული შემთხვევებია მითითებული, ასე მოიხსენიებენ, შესაბამისად, არ ნანობენ წარსულს.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომისიის დასკვნას არაერთხელ ასავალ-დასავალის კრებული უწოდეს. რამდენად მძიმე არის, როცა ასეთ რაღაცას ამბობ. დასკვნა, რომელშიც არის ადამიანების ტრაგიკული შემთხვევები, მკვლელობები და უმძიმესი ფაქტები მითითებული, რომლის უკანაც კონკრეტული ოჯახები, კონკრეტული ადამიანები დგანან და უმძიმესი შემთხვევები არის მოყვანილი და ამას მოიხსენიებენ, როგორც ასავალ-დასავალის კრებულს. ესეც წარმოაჩენს მათ, რომ კი არ ნანობენ იმ წარსულს, რომელიც მათ ჰქონდათ და კი არ ემიჯნებიან იმას, არამედ პირიქით, იგივე დამოკიდებულებაა, იგივე საფრთხეს ქმნიან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისთვის, ისინი რომ ხელისუფლებაში მობრუნდნენ”, განაცხადა კახიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოგიორგი კახიანი: საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელშიც უმძიმესი ფაქტებია მითითებული, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებმა არაერთხელ ასავალ-დასავალის კრებული უწოდეს. რამდენად მძიმეა, როცა ასეთ რამეს ამბობ, ესეც წარმოაჩენს, რომ ისინი წარსულს არ ნანობენ
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: დღეს, პირველ რიგში, "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ იქნება კითხვები დასმული და მოუწევთ კონკრეტული პასუხების გაცემაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები