გიორგი კახიანი – ბიუჯეტი როცა გაღლეტილი იყო, ბიძინა ივანიშვილი პოლიციელების, მასწავლებლების ხელფასებს აფინანსებდა, ნიკა გვარამია თურმე ამას ემიჯნება და არა წინა ხელისუფლების სისტემურ დანაშაულებს
გიორგი კახიანის განცხადებით, ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ სისტემურ დანაშაულებს კი არა, იმას ემიჯნება, რომ ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს თითქოს არ იხდიდა, მაშინ როცა მან ქვეყანას 3.5 მილიარდის ქველმოქმედება მოახმარა.

აღმოჩნდა, თურმე ბატონი გვარამია ემიჯნება იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა და არა იმას, რომ სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში ჟურნალისტებთან განაცხადა.
კახიანის თქმით, დღეს ნიკა გვარამიასთან ბევრი აბსურდული განცხადება მოისმინა.
„არაერთი მარგალიტი ითქვა, მაგრამ ერთს გამოვყოფ. გვარამიამ ისაუბრა, რას ემიჯნება. იყო მოლოდინი, მაგალითად, იტყოდა, რომ ემიჯნება ადამიანის უფლებების იმ სისტემურ დარღვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამას კი არ ემიჯნება, იმიჯნება თურმე იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა და შემდგომ ამ გადასახადებით მოვიდა პოლიტიკაში. ამას ამბობს ადამიანზე, რომელსაც საქართველოში ქონება არ შეუძენია და რაც არ ჰქონდა ქონება, თავისი ქონების 80 პროცენტი ქვეყანას მოახმარა, 3 მილიარდ 500 მილიონი ქველმოქმედება აქვს გაწეული ამ ქვეყანაში. მაშინ, როდესაც საქართველოს ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა პოლიციელების, მასწავლებლების ხელფასებს და უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის. აღმოჩნდა, თურმე ბატონი გვარამია ამას ემიჯნება და არა იმას, რომ სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
ცნობისთვის, კოალიცის „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრა, რაში ემიჯნება წინა ხელისუფლებას.
„ვემიჯნები იმაში, რომ ერთ კონკრეტულ პირს არასდროს ახდევინებდა გადასახადებს და დააგროვებინა ასობით მილიონი. ვემიჯნები იმაში, რომ ამ კონკრეტულ პირს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ვითომ ქველმოქმედება აწარმოებინა, რომელიც სინამდვილეში აღმოჩნდა გრძელვადიანი საარჩევნო კამპანია. ეს ერთადერთი პირი, სხვათა შორის, არის ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა გვარამიამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაგიორგი კახიანი: ბიძინა ივანიშვილი, როცა ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, აფინანსებდა პოლიციელების, მასწავლებლების ხელფასებს, უამრავი რამ აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის. გვარამია ამას ემიჯნება და არა სისტემურ დანაშაულებს, რომელსაც ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლების დროს
ვემიჯნები იმაში, რომ ერთ კონკრეტულ პირს არასდროს ახდევინებდა გადასახადებს და დააგროვებინა ასობით მილიონი - ნიკა გვარამია სააკაშვილს ემიჯნება
გიორგი კახიანი: ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, აფინანსებდა პოლიციელებისა და მასწავლებლების ხელფასებს. უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის, პირადი სახსრები, 3.5 მილიონი დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაში და ამ თანხიდან 1 თეთრი საქართველოში არ უშოვია
გიორგი კახიანი - ბევრი აბსურდი მოვისმინეთ გვარამიასგან - ბიძინა ივანიშვილს უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ქვეყნისათვის და თურმე გვარამია ამას ემიჯნება და არა იმას, რომ სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს
გიორგი კახიანი: “ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, აფინანსებდა პოლიციელებისა და მასწავლებლების ხელფასებს. უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის, პირადი სახსრები, 3.5 მილიონი დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაში და ამ თანხიდან 1 თეთრი საქართველოში არ უშოვია”
ციტატები სტატიიდან
„არაერთი მარგალიტი ითქვა, მაგრამ ერთს გამოვყოფ. გვარამიამ ისაუბრა, რას ემიჯნება. იყო მოლოდინი, მაგალითად, იტყოდა, რომ ემიჯნება ადამიანის უფლებების იმ სისტემურ დარღვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამას კი არ ემიჯნება, იმიჯნება თურმე იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა და შემდგომ ამ გადასახადებით მოვიდა პოლიტიკაში. ამას ამბობს ადამიანზე, რომელსაც საქართველოში ქონება არ შეუძენია და რაც არ ჰქონდა ქონება, თავისი ქონების 80 პროცენტი ქვეყანას მოახმარა, 3 მილიარდ 500 მილიონი ქველმოქმედება აქვს გაწეული ამ ქვეყანაში. მაშინ, როდესაც საქართველოს ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა პოლიციელების, მასწავლებლების ხელფასებს და უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის. აღმოჩნდა, თურმე ბატონი გვარამია ამას ემიჯნება და არა იმას, რომ სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს“
„ვემიჯნები იმაში, რომ ერთ კონკრეტულ პირს არასდროს ახდევინებდა გადასახადებს და დააგროვებინა ასობით მილიონი. ვემიჯნები იმაში, რომ ამ კონკრეტულ პირს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ვითომ ქველმოქმედება აწარმოებინა, რომელიც სინამდვილეში აღმოჩნდა გრძელვადიანი საარჩევნო კამპანია. ეს ერთადერთი პირი, სხვათა შორის, არის ბიძინა ივანიშვილი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…