ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გვარამიამ უტიფრობის ახალი სიმაღლეები დაიპყრო. ყველამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი აქეთ ეხმარებოდა საქართველოს 90-იანი წლების დასაწყისიდან, რამდენიმე მილიარდი აქვს დახარჯული მხოლოდ ქველმოქმედებაში - ლევან მაჭავარიანი ნიკა გვარამიას განცხადებაზე

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

ნიკა გვარამიას მტკიცებას, რომ ბიძინა ივანიშვილი საქველმოქმედო პროექტებს ბიუჯეტის ფულით აკეთებდა, ლევან მაჭავარიანმა „უტიფრობა“ უწოდა და განაცხადა, რომ ივანიშვილს საქართველოში მხოლოდ ქველმოქმედებაში რამდენიმე მილიარდი აქვს დახარჯული.

სიცრუე, უტიფრობა და საზოგადოების გამიზნულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც დღეს სხდომაზე თქვა, რომ ემიჯნება წინა ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, გვარამიას მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი საქველმოქმედო პროექტებს ბიუჯეტის ფულით ახორციელებდა.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ რეალურად, ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტში თანხები თავად შეჰქონდა, აფინანსებდა პოლიციის, ჯარის და განათლების რეფორმას, რაც საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის თქმით, გვარამიამ თავისი განცხადებით უტიფრობის ახალი სიმაღლეები დაიპყრო.

"ამ განცხადებით ბატონმა გვარამიამ უტიფრობის ახალი სიმაღლეები დაიპყრო. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი აქეთ ეხმარებოდა საქართველოს 90-იანი წლების დასაწყისიდან, რამდენიმე მილიარდი აქვს დახარჯული მხოლოდ ქველმოქმედებაში. ეხმარებოდა შევარდნაძის ხელისუფლებას პენსიების გაცემაში, ხელფასების გაცემაში, ეხმარებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას, როდესაც ტარდებოდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ისეთი რეფორმები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერ გატარდებოდა, იგივე საპატრულო რეფორმა და რასაც სჭირდებოდა ძალიან დიდი თანხების ჩადება და დღემდე ბატონი ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს და მისი ოჯახი უპრეცედენტო ქველმოქმედებას საქართველოში და ისიც აღსანიშნავია, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს არცერთი თეთრი საქართველოში არ უშოვია", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი კახიანი: ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, აფინანსებდა პოლიციელებისა და მასწავლებლების ხელფასებს. უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის, პირადი სახსრები, 3.5 მილიონი დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაში და ამ თანხიდან 1 თეთრი საქართველოში არ უშოვიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები