რუსეთმა დრონით შეუტია დნიპროს რკინიგზის სადგურს -13 ადამიანი დაიღუპა
29 ოქტომბერს რუსეთი დრონით თავს დაესხა დნიპროს რკინიგზის სადგურის პლატფორმას, სადაც სამგზავრო მატარებელი იდგა; პირველადი მონაცემებით, თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე ხუთი კი დაშავდა.

29 ოქტომბერს რუსეთი დრონით დაესხა თავს უკრაინაში, ქალაქ დნიპროს რკინიგზის სადგურის პლატფორმას, სადაც სამგზავრო მატარებელი იდგა.
პირველადი ცნობებით, ცამეტი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე ხუთი დაშავდა.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა რკინიგზის სადგურს რეაქტიული დრონით შეუტიეს.
ადგილზე მაშველები და სპეციალური სამსახურები მუშაობენ.

ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური
ინფორმაცია განახლდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…