რუსებმა დნიპროში მატარებელს დაარტყეს, დაღუპულია 13 ადამიანი
უკრაინული მედიის ცნობით, დნიპროს რკინიგზის სადგურზე რუსული დრონით სამგზავრო მატარებელზე მიტანილ დარტყმას, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 13 დაშავდა.

უკრაინული მედია წერს, რომ 29 ოქტომბრის დილის საათებში უკრაინის ქალაქ დნიპროს რკინიგზის სადგურზე რუსული დრონით დარტყმას, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა.
მედიის თანახმად, დაშავებულია ასევე 13 ადამიანი. ყველა მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.
რუსულმა ძალებმა რეაქტიული დრონით დნიპროს რკინიგზის სადგურის პლატფორმის მახლობლად მყოფ სამგზავრო მატარებელ „დნიპრო - ზაპოროჟიეს“ დაარტყეს.
რუსული ძალების თავდასხმის ადგილზე მაშველები, ექიმები და სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…