ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთმა დნიპროს რკინიგზის სადგურზე მდგომ მატარებელს დრონით დაარტყა - დაიღუპა სულ მცირე 13 ადამიანი

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის მიერ დნიპროს რკინიგზის სადგურზე მდგომ სამგზავრო მატარებელზე დრონით მიტანილ იერიშს სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა.

რუსეთმა დნიპროს რკინიგზის სადგურზე მდგომ მატარებელს დრონით დაარტყა - დაიღუპა სულ მცირე 13 ადამიანი
რუსეთმა დნიპროს რკინიგზის სადგურზე მდგომ მატარებელს დრონით დაარტყა - დაიღუპა სულ მცირე 13 ადამიანიიმედინიუსი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 29 ოქტომბრის დილას ქალაქ დნიპროს რკინიგზის სადგურის ბაქანზე მდგომ მატარებელზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა.

სამგზავრო მატარებელი ზაპოროჟიეს მიმართულებით გასამგზავრებლად ემზადებოდა, როდესაც სადგურს რუსული რეაქტიული დრონი დაესხა თავს.

უკრაინის რკინიგზის ცნობით, მიუხედავად საჰაერო განგაშისა და მომეტებული საფრთხის შესახებ გაკეთებული განცხადებებისა, ადამიანები ბაქანზე დარჩნენ.

დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორმა ოლექსანდრ ჰანჟამ, 11:29 საათზე განაცხადა, რომ თავდასხმის ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ მედიკოსები, რომლებიც დაშავებულებს პირველ დახმარებას უწევდნენ.

დნიპროზე თავდასხმა რუსეთის მიერ უკრაინის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე გახშირებული იერიშების მორიგი შემთხვევაა. ბოლო პერიოდში რუსეთის სამიზნეში, მათ შორის, სამგზავრო მატარებლებიც მოექცა, წერს მედია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. ბათუმელებიოპოზიციურირუსეთმა დრონით შეუტია დნიპროს რკინიგზის სადგურს -13 ადამიანი დაიღუპა
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიათზე მეტი ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ დნიპროს სადგურზე დრონით დარტყმის შედეგად
  3. ფორმულაოპოზიციურირუსებმა დნიპროში მატარებელს დაარტყეს, დაღუპულია 13 ადამიანი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსებმა დნიპროში მატარებელს დაარტყეს, დაღუპულია 13 ადამიანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები