ირაკლი ქადაგიშვილი – ნიკა გვარამიას განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიდგომებს, მათ შეუძლიათ, ყველაზე უფრო სუფთა და დიდი ქველმოქმედებაც კი გასვარონ თავიანთი განცხადებებით
დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას სიტყვები „ნაციონალური მოძრაობის“ მიდგომას აჩვენებს, რადგან ისინი ბიძინა ივანიშვილის მიერ 2003 წლის შემდეგ გაწეულ დაფინანსებასა და ქველმოქმედებას „გასვრიან“ და მოპარულ ფულს უწოდებენ.

ნიკა გვარამიას განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიდგომებს ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შეუძლიათ, რომ ყველაზე უფრო სუფთა და ყველაზე უფრო დიდი ქველმოქმედებაც კი გასვარონ თავიანთი განცხადებებით, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი მოქმედებდა და მოქმედებს არა ვიწრო პარტიული ინტერესით, არამედ საქართველოს ინტერესით.
„კარგად გვახსოვს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო, ვინც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ აფინანსებდა ქართულ ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს, მათ შორის სახელმწიფო მოხელეებს და უმაღლესი თანამდებობის პირებს, რათა ქვეყანაში გატარებულიყო შესაბამისი რეფორმები და მწირი ბიუჯეტი, რომელიც მაშინ ქვეყანას ჰქონდა, არ ყოფილიყო შეფერხება წარმატებული რეფორმების გატარების. და დღეს, ამ ადამიანს ყოფნის თავხედობა და ამბობს, რომ ეს ყველაფერი იყო მოპარული ფული. ბიუჯეტში ფული არ იყო და ვის რა უნდა მოეპარა? – ეს ხომ ყველაზე ნათელი მაგალითია. ის თანხები, რა თანხებიც ბიძინა ივანიშვილს მილიარდობით აქვს დახარჯული საქართველოში, ვერანაირად ვერ იქნებოდა გამომუშავებული საქართველოში. მას არც ერთი თეთრი საქართველოში, საქართველოს ბიუჯეტიდან არასდროს არ აუღია. ბიძინა ივანიშვილი მოქმედებდა და მოქმედებს არა ვიწრო პარტიული ინტერესით, არამედ საქართველოს ინტერესით. სწორედ საქართველოს ინტერესის დაზიანებაა მათთვის მნიშვნელოვანი. იციან, რომ ივანიშვილის საქმიანობა უკავშირდება საქართველოს. ამიტომ, მათი ხელისუფლებაში მოსვლის დროს, როდესაც მან კოლოსალური, უპრეცედენტო მხარდაჭერა გაუკეთა ახალ ხელისუფლებას იმისთვის, რომ მათ ფუნქციონირების და რეფორმების გატარების საშუალება ჰქონოდათ, აი, დღეს, ამასაც კი ასე უხეშად და ბრუტალურად ისვრიან ნაგავში“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„კარგად გვახსოვს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო, ვინც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ აფინანსებდა ქართულ ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს, მათ შორის სახელმწიფო მოხელეებს და უმაღლესი თანამდებობის პირებს, რათა ქვეყანაში გატარებულიყო შესაბამისი რეფორმები და მწირი ბიუჯეტი, რომელიც მაშინ ქვეყანას ჰქონდა, არ ყოფილიყო შეფერხება წარმატებული რეფორმების გატარების. და დღეს, ამ ადამიანს ყოფნის თავხედობა და ამბობს, რომ ეს ყველაფერი იყო მოპარული ფული. ბიუჯეტში ფული არ იყო და ვის რა უნდა მოეპარა? – ეს ხომ ყველაზე ნათელი მაგალითია. ის თანხები, რა თანხებიც ბიძინა ივანიშვილს მილიარდობით აქვს დახარჯული საქართველოში, ვერანაირად ვერ იქნებოდა გამომუშავებული საქართველოში. მას არც ერთი თეთრი საქართველოში, საქართველოს ბიუჯეტიდან არასდროს არ აუღია. ბიძინა ივანიშვილი მოქმედებდა და მოქმედებს არა ვიწრო პარტიული ინტერესით, არამედ საქართველოს ინტერესით. სწორედ საქართველოს ინტერესის დაზიანებაა მათთვის მნიშვნელოვანი. იციან, რომ ივანიშვილის საქმიანობა უკავშირდება საქართველოს. ამიტომ, მათი ხელისუფლებაში მოსვლის დროს, როდესაც მან კოლოსალური, უპრეცედენტო მხარდაჭერა გაუკეთა ახალ ხელისუფლებას იმისთვის, რომ მათ ფუნქციონირების და რეფორმების გატარების საშუალება ჰქონოდათ, აი, დღეს, ამასაც კი ასე უხეშად და ბრუტალურად ისვრიან ნაგავში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…