“რა ჰქვია იმ ავადმყოფობას, შვილებს რომ ამ ქვეყანაში გაჩერებინებს?!”– ანი ქავთარაძე
„ახლების“ წევრი და ექიმი ანი ქავთარაძე მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე საუბრობს და სვამს კითხვას: „რა ჰქვია ანი ქავთარაძე იმ ავადმყოფობას, შვილებს რომ ამ ქვეყანაში გაჩერებინებს?!“

ექიმი, “ახლების” წევრი, ანი ქავთარაძე:
უამრავი რამის დაწერა მინდა წუხანდელის შემდეგ, რამდენჯერაც დავაპირე, იმდენჯერ გადავიფიქრე…. ძალიან ცუდად და მძიმედ ვარ, ისე მძიმედ, როდის ვიყავი ბოლოს ასე, არც მახსოვს…
მაგრამ პალატაში გადაღებულმა(ბოლომდე ვერ ნანახმა) და მოსმენილმა რაღაცნაირი, ტკივილის, სიბრალულის და ზიზღის მორევში ჩამიტანა!
3 სართული რომ ეყარა 8 საათის მანძილზე სხეულზე, ზუსტად, თინათესნაირ, უდედოდ დარვენილ, 3 წლის გოგოს, ჭკვიანი თვალებით, იმ ბავშვის თავზე დამდგარი ბიძიები და ფოტო აპარატის, “დაცლილი მჭიდის” ხმა ჩემს სასოწარკვეთას ლოდად ჩამოეკიდა და ცრემლმაც ვერ შეამსუბუქა….
მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს საკუთარ თავთან :
რა ჰქვია ანი ქავთარაძე იმ ავადმყოფობას, შვილებს რომ ამ ქვეყანაში გაჩერებინებს?!
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…