პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Zaha Hadid Architects-ი საქართველოში სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობით დაინტერესებულია

მუნიციპალური განვითარების ფონდი

ბრიტანული Zaha Hadid Architects-ი საქართველოში სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობით დაინტერესდა. კომპანიის დირექტორი მანუელა გატო ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელ გიორგი შონიას შეხვდა.

Zaha Hadid Architects-ი საქართველოში სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობით დაინტერესებულია
რუსთავი 2

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან ერთად, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანიის, Zaha Hadid Architects-ის დირექტორს, მანუელა გატოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. რევაზ სოხაძემ სტუმრებს გააცნო სამინისტროს მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები, ასევე ისაუბრა სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში კერძო კომპანიების მონაწილეობის ფორმებსა და შესაბამის შესყიდვის პროცედურებზე.

ბრიტანეთში დაფუძნებული საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია, რომელიც ცნობილია ინოვაციური არქიტექტურული გადაწყვეტილებებით, თანამედროვე შენობებისა და ურბანული სივრცეების პროექტირებით, დაინტერესებულია საქართველოში კერძო სექტორის პროექტებთან ერთად სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებშიც მონაწილეობით. Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებმა მინისტრს საქართველოში საქმიანობის გაფართოებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები გააცნეს.

რევაზ სოხაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით დაინტერესებისთვის და აღნიშნა, რომ საერთაშორისო გამოცდილების მქონე არქიტექტურული კომპანიების მონაწილეობა მნიშვნელოვანია ქვეყანაში თანამედროვე არქიტექტურული და საპროექტო პრაქტიკის განვითარებისთვის.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი მასშტაბის კომპანიების გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს ადგილობრივი არქიტექტურული და სამშენებლო კომპანიების პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროექტირების ხარისხის გაუმჯობესებას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 1
  1. პირველი არხისამთავრობოსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანიის, Zaha hadid Architects-ის დირექტორს, მანუელა გატოს შეხვდა
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი Zaha hadid Architects-ის დირექტორს შეხვდა
  3. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი Zaha hadid Architects-ის დირექტორს შეხვდა
  4. BM.GEოპოზიციურილევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?
  5. რუსთავი 2სამთავრობომსოფლიოში ცნობილი ბრიტანული არქიტექტურული კომპანია Zaha hadid Architects-ი საქართველოში სახელმწიფო პროექტების განხორციელებით დაინტერესდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თბილისის ვიცე-მერი კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები