პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანიის, Zaha hadid Architects-ის დირექტორს, მანუელა გატოს შეხვდა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი Zaha hadid Architects-ის დირექტორ მანუელა გატოს შეხვდა, სადაც კომპანიამ საქართველოში სახელმწიფო პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის ინტერესი გამოთქვა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანიის, Zaha hadid Architects-ის დირექტორს, მანუელა გატოს შეხვდა
პირველი არხი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანიის, Zaha hadid Architects-ის დირექტორს, მანუელა გატოს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

„ბრიტანეთში დაფუძნებული, მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურული და დიზაინის კომპანია, რომელიც ინოვაციური შენობების, ურბანული სივრცეებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის პროექტირებით გამოირჩევა, დაინტერესებულია, საქართველოში კერძო სექტორში მიმდინარე პროექტებთან ერთად, სახელმწიფო პროექტების განხორციელებაშიც მიიღოს მონაწილეობა. Zaha hadid Architects-ის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ამ მიმართულებით თავიანთი ხედვები წარუდგინეს.

ლევან ჟორჟოლიანმა ხაზი გაუსვა მსგავსი მასშტაბის კომპანიის საქართველოს ბაზარზე საქმიანობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი არქიტექტურული თუ სამშენებლო კომპანიების შემდგომ ზრდას, პროფესიული კვალიფიკაციისა და ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი Zaha hadid Architects-ის დირექტორს შეხვდა
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი Zaha hadid Architects-ის დირექტორს შეხვდა
  3. BM.GEოპოზიციურილევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?
  4. რუსთავი 2სამთავრობომსოფლიოში ცნობილი ბრიტანული არქიტექტურული კომპანია Zaha hadid Architects-ი საქართველოში სახელმწიფო პროექტების განხორციელებით დაინტერესდა
  5. რუსთავი 2სამთავრობოZaha Hadid Architects-ი საქართველოში სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობით დაინტერესებულია
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თბილისის ვიცე-მერი კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები