თბილისის ვიცე-მერი კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს შეხვდა
თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა და მერიის მხარდაჭერა აღუთქვა დედაქალაქში კომპანიის მიერ მომავალი პროექტების განხორციელებაში.

თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს მანუელა გატოს და ბიზნესის განვითარების მენეჯერს მარიამ ნოვრუზის შეხვდა.
შეხვედრის მიზანი თბილისის მერიასა და კომპანიას შორის შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა იყო.
როგორც ვიცე-მერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ავტორიტეტისა და მასშტაბის კომპანია, როგორიცაა Zaha Hadid Architects, პროექტებს თბილისში ახორციელებდეს.
"მათი მხრიდან წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ავტორიტეტული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე კომპანია ოპერირებდეს ჩვენს ქალაქში. აღნიშნული კომპანია თბილისში ერთ პროექტს უკვე ახორციელებს და იმედი გვაქვს, მომავალში სხვა პროექტებითაც იქნება წარმოდგენილი. მათ გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა ამისთვის, ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან აღვუთქვით მხარდაჭერა ყველა იმ პროცდურასა თუ მიმართულებაში, რაც მათი საქმიანობისთვის იქნება საჭირო", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
შეხვედრას თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ბაგაშვილი და არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი ესწრებოდნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„მათი მხრიდან წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ავტორიტეტული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე კომპანია ოპერირებდეს ჩვენს ქალაქში. აღნიშნული კომპანია თბილისში ერთ პროექტს უკვე ახორციელებს და იმედი გვაქვს, მომავალში სხვა პროექტებითაც იქნება წარმოდგენილი. მათ გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა ამისთვის, ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან აღვუთქვით მხარდაჭერა ყველა იმ პროცდურასა თუ მიმართულებაში, რაც მათი საქმიანობისთვის იქნება საჭირო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…