ეკატერინე ლომიძე: გგონიათ, რომ ერთ მერაბ დვალიშვილს დაესხნენ თავს მაგ ნაგავი ჟესტით? გგონიათ, რომ საქართველო გულზე ეხატებათ? ამასაც ვერ გაბედავდნენ ჩვენ რომ ჩვენს სიმაღლეზე ვიდგეთ
ეკატერინე ლომიძე: ხოოო, მერაბ დვალიშვილს ლეკები დასხმიან თავს საარაბოში. ვნახე კადრები. ისეთი ლაჩრობის ზეიმია, ისეთი გულისამრევი, გაზიარების არანაირი სურვილი არ მქონდა.

ჟურნალისტი ეკატერინე ლომიძე:
ხოოო, მერაბ დვალიშვილს ლეკები დასხმიან თავს საარაბოში. ვნახე კადრები.
ისეთი ლაჩრობის ზეიმია, ისეთი გულისამრევი, გაზიარების არანაირი სურვილი არ მქონდა.
არაკაცების ხროვა სცემდა ერთ კაცს.
ჩემი თავი წარმოვიდგინე იქ, იმ წამს, შემთხვევით შემსწრე და ვიგრძენი, როგორ ვერ ვაკონტროლებდი ხელებს.
იქ, სადაც ჩხუბის, ბრძოლის და მსგავსი დაპირისპირების კანონები ესმით, ასე არ იქცევიან.
მიუხედავად იმისა, რომ ლეკების ერთი ნაწილი აღტყინებული იღებდა ვირთხულ თავდასხმას, ისევ საკუთარ სოროში თუ იამაყებენ მსგავსი მუხთლობით, თორემ ცივილურ სამყაროში, სადაც ფულისთვის ბრძოლა სანახაობაა და ნორმალურ ადამიანებს შორის რინგზე მთავრდება დაპირისპირება, ლეკების ლაჩრობამ როგორ შეიძლება მოწონება დაიმსახუროს?
და მთავარი, გგონიათ, რომ ერთ მერაბ დვალიშვილს დაესხნენ თავს მაგ ნაგავი ჟესტით? გგონიათ, რომ საქართველო გულზე ეხატებათ? ამასაც ვერ გაბედავდნენ ჩვენ რომ ჩვენს სიმაღლეზე ვიდგეთ.
ეგ სიმაღლე რა არის, თუ არ იცით, ე.ი. ნამდვილ ამბავს გეუბნებით და ცოტა მეტად დაფიქრდით ადამიანებო.
ჩვენ ღირსებას ვკარგავთ თანდათან და ასე ყველა გადაგვთელავს.
არასდროს მაინტერესებდა სისხლიანი სპორტი. მერაბ დვალიშვილსაც მცირე ხნით ვქომაგობდი. მერე პოლიტიკის ნისლი მაგასაც რომ აეფარა გული გამიცივდა, მაგრამ ახლა, ისეთ სისაძაგლეს ვუყურე, ქართველისთვის ისეთი ჩაფურთხების მცდელობას , რომ მომინდა იქ ვყოფილიყავი და ერთი ვაზა მაინც გადამელეწა რომელიმე ბაცანა ლეკის თავზე.
არ მჯერა კავაკსიელების ძმობის. ისტორიაც მაგისკენ მიბიძგებს.
ხო, ის მეორე ბიჭი საბა ლაზიშვილი არ ვიცოდი ვინ იყო , მაგრამ მაგარი კი არის. შვილი რომ მყოლოდა, ეგეთს გავზრდიდი, უკან რომ არ დაეხია, რამდენი ღორიც არ უნდა დასხმოდა თავს.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…