ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის დირექტორ მანუელა გატოს შეხვდა, სადაც კომპანიამ სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანიის, Zaha Hadid Architects-ის დირექტორს, მანუელა გატოს შეხვდა.
ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული არქიტექტურული და დიზაინერული კომპანია Zaha Hadid Architects, რომელიც ცნობილია თავისი ინოვაციური შენობებით, ურბანული სივრცეებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტებით, საქართველოში საქმიანობის გაფართოებით არის დაინტერესებული.
კერძოდ, კომპანიის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კერძო სექტორში მიმდინარე პროექტების პარალელურად, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო პროექტების განხორციელებაშიც. Zaha Hadid Architects-ის დელეგაციამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ამ მიმართულებით საკუთარი ხედვები წარუდგინა.
ლევან ჟორჟოლიანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლისა და საქმიანობის მნიშვნელობას.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით, Zaha Hadid Architects-ის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი არქიტექტურული და სამშენებლო კომპანიების შემდგომ განვითარებას, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებასა და მშენებლობის ხარისხის გაუმჯობესებას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიასაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანიის, Zaha hadid Architects-ის დირექტორს, მანუელა გატოს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი Zaha hadid Architects-ის დირექტორს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი Zaha hadid Architects-ის დირექტორს შეხვდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…