ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი Zaha hadid Architects-ის დირექტორს შეხვდა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არქიტექტურული კომპანიის, Zaha hadid Architects-ის დირექტორს, მანუელა გატოს შეხვდა, რომელმაც ქვეყანაში სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობის ინტერესი გამოხატა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი Zaha hadid Architects-ის დირექტორს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი Zaha hadid Architects-ის დირექტორს შეხვდაიმედინიუსი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანიის, Zaha hadid Architects-ის დირექტორს, მანუელა გატოს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. ბრიტანეთში დაფუძნებული, მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურული და დიზაინის კომპანია, რომელიც ინოვაციური შენობების, ურბანული სივრცეებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის პროექტირებით გამოირჩევა, დაინტერესებულია, საქართველოში კერძო სექტორში მიმდინარე პროექტებთან ერთად, სახელმწიფო პროექტების განხორციელებაშიც მიიღოს მონაწილეობა. Zaha hadid Architects-ის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ამ მიმართულებით თავიანთი ხედვები წარუდგინეს.

ლევან ჟორჟოლიანმა ხაზი გაუსვა მსგავსი მასშტაბის კომპანიის საქართველოს ბაზარზე საქმიანობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი არქიტექტურული თუ სამშენებლო კომპანიების შემდგომ ზრდას, პროფესიული კვალიფიკაციისა და ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. პირველი არხისამთავრობოსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანიის, Zaha hadid Architects-ის დირექტორს, მანუელა გატოს შეხვდა
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი Zaha hadid Architects-ის დირექტორს შეხვდა
  3. BM.GEოპოზიციურილევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანიის, Zaha hadid Architects-ის დირექტორს, მანუელა გატოს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები