პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რევაზ სოხაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე დიდი ბრიტანეთის ელჩ გარეთ უორდს შეხვდა, სადაც მხარეებმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

რევაზ სოხაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
რუსთავი 2

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, გარეთ უორდს შეხვდა.

სამინისტროში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

მინისტრმა ელჩს გააცნო ქვეყნის რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები, სამინისტროს პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე რეგიონების ეკონომიკური გაძლიერების, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და ქვეყნის სატრანსპორტო კავშირების განვითარებისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მინისტრის აპარატის უფროსი სოფიო მამალაძე, ბრიტანეთის საელჩოს კომერციული და ეკონომიკური ოფიცერი ლევან ფანგანი და პოლიტიკური ოფიცერი ნინო ჩიქვანაია.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხი და დროული დასრულება მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია - რევაზ სოხაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები