ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“სულ უნდა დაგვაქციოთ? წადით რა, კაცო” – მღვდელი, ლევან ჯიქური

კასპში მოღვაწე მღვდელი ლევან ჯიქური ხელისუფლებას უმოქმედობასა და მძიმე სოციალურ ფონზე კაზინოებისთვის შეღავათების მიცემაში ადანაშაულებს და წასვლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ქვეყანა იცლება, ფასები იმატებს და ხალხისთვის ცხოვრება გაუსაძლისი ხდება.

“სულ უნდა დაგვაქციოთ? წადით რა, კაცო” – მღვდელი, ლევან ჯიქური
“სულ უნდა დაგვაქციოთ? წადით რა, კაცო” – მღვდელი, ლევან ჯიქურიალია

კასპში მოღვაწე მღვდელი, ლევან ჯიქური:

ერთ დღეს გვაცნობეს რომ კარგი იქნება თუ გაზის ტარიფს გავაძვირებთ და კაზინოებს შეღავათებს მივცემთო. და ესაა ეროვნული, მორწმუნე და პატრიოტი ხელისუფლება ხო?

და ეხლა ამას რომ ვამბობ განა საქართველო მედარდება და გაჭირვებულ ხალხზე მეთუთქება გული, არა, სამი ვარიანტია, ან რომელიმე ოპოზიციური პარტიაში ვარ, ან ევროპიდან მმართავენ, ან ომი მინდა ხო? უწიგნურები, ბრმები.

თქვენს წინ არ იცლება ქვეყანა, არ გაიქცნენ თქვენი ახლობლები ან გაქცევაზე არ არიან? ნაგვის ურნებში ჩაყუდებულებსაც ვერ ხვდებით? ზოგ სკოლაში 30 ბავშვს რომ ვეღარ აგროვებენ არც ეს იცით? ფასები არ იმატებს თქვენს ქალაქებში? ნარკომანიით გაუბედურებულ ახალგაზრდებს ვერ ამჩნევთ? უცხოელები რომ მოედნენ ქვეყანას არ გაგიგიათ? ამ თამაშის გამო ოჯახები რომ დაიქცა და თავებს იკლავენ ესაც უცხოა თქვენთვის? და ამ ყველაფრის ფონზე, ვიღაცეები ოქროს ზოდებს ატრიალებენ.

ვისაც დღეს თავი კიდე გააქვს და დანარჩენი არ ადარდებს და ხოტბას ასხამს ამ მმართველობას, უნდა იცოდეს რომ თუ ასე გაგრძელდა, მალე კიდევ უფრო ბევრისთვის გახდება გაუსაძლისი აქ ცხოვრება. კიდევ უფრო მეტად დაიცლება სოფლები, ტაძრები, ეს ხალხი გვეხმარება ჩვენ და მერე ჩვენც მოგვიწევს გაქცევა.

ყველას ჩვენ ჩვენი საქმე მაქვს, მაგალითად მე რომ მიჩიოდეს მრევლი წირვებს არ გვიტარებს, ციხეში ვთხოვეთ შესვლა არ შევიდა, ჯანმრთელობის პარაკლისი ვთხოვეთ დაეზარა შემრცხვებოდა და წამოვიდოდი იმ ადგილიდან რასაც ვერ აუვედი. ხო იყავით ამდენი წელი, თქვენ ჩემზე კარგად იცით ქვეყნის მდგომარეობა, მოსახლეობის უმეტესობის ყოფა და განწყობა, პიროვნულად ვინმეს კი არ გერჩით, უბრალოდ ხომ ატყობთ არ გამოგდით საქმე, სულ უნდა დაგვაქციოთ? წადით რა კაცო, მიეცით საშუალება სხვას

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ქადაგიშვილი „ალდე“-ს განცხადებაზე: ეს არის კორპორატიული მხარდაჭერა, რომელსაც დემოკრატიასთან კავშირი არ აქვსწაიკითხე

უახლესი ამბები