საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი Zaha hadid Architects-ის დირექტორს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი Zaha hadid Architects-ის დირექტორს, მანუელა გატოს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით, კომპანია საქართველოში სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობით დაინტერესდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანიის, Zaha hadid Architects-ის დირექტორს, მანუელა გატოს შეხვდა.
"შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. ბრიტანეთში დაფუძნებული, მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურული და დიზაინის კომპანია, რომელიც ინოვაციური შენობების, ურბანული სივრცეებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის პროექტირებით გამოირჩევა, დაინტერესებულია, საქართველოში კერძო სექტორში მიმდინარე პროექტებთან ერთად, სახელმწიფო პროექტების განხორციელებაშიც მიიღოს მონაწილეობა. Zaha hadid Architects-ის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ამ მიმართულებით თავიანთი ხედვები წარუდგინეს.
ლევან ჟორჟოლიანმა ხაზი გაუსვა მსგავსი მასშტაბის კომპანიის საქართველოს ბაზარზე საქმიანობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი არქიტექტურული თუ სამშენებლო კომპანიების შემდგომ ზრდას, პროფესიული კვალიფიკაციისა და ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიასაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანიის, Zaha hadid Architects-ის დირექტორს, მანუელა გატოს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი Zaha hadid Architects-ის დირექტორს შეხვდა
ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?
ციტატები სტატიიდან
„შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. ბრიტანეთში დაფუძნებული, მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურული და დიზაინის კომპანია, რომელიც ინოვაციური შენობების, ურბანული სივრცეებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის პროექტირებით გამოირჩევა, დაინტერესებულია, საქართველოში კერძო სექტორში მიმდინარე პროექტებთან ერთად, სახელმწიფო პროექტების განხორციელებაშიც მიიღოს მონაწილეობა. Zaha hadid Architects-ის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ამ მიმართულებით თავიანთი ხედვები წარუდგინეს. ლევან ჟორჟოლიანმა ხაზი გაუსვა მსგავსი მასშტაბის კომპანიის საქართველოს ბაზარზე საქმიანობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი არქიტექტურული თუ სამშენებლო კომპანიების შემდგომ ზრდას, პროფესიული კვალიფიკაციისა და ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…