პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დიტო ჩუბინიძე ბრალს არ აღიარებს, ღარიბაშვილს პირადად არ იცნობს - ადვოკატი

საქართველოს პროკურატურა

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაკავებული ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა არასდროს ჰქონია. გამოძიება ჩუბინიძეს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება.

დიტო ჩუბინიძე ბრალს არ აღიარებს, ღარიბაშვილს პირადად არ იცნობს - ადვოკატი
TV პირველი

კობახიძის შესახებ სტატიის გამოქვეყნების გამო დაკავებული ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე ბრალს არ აღირებს და ამბობს, რომ არა თუ კომუნიკაცია ჰქონია ოდესმე ირაკლი ღარიბაშვილთან, არამედ პირადად არც კი შეხვედრია.

ჟურნალისტს ბრალდება ოფიციალურად გუშინ, დროებითი მოთავსების იზოლატორში წაუყენეს.

მისი უფლებადამცველის თქმით, ბრალში, რომელიც მას წაუყენეს, მისი საჯარო გამოსვლებია დაოქმებული, და არის კიდევს სავარაუდოდ, კომისიის წევრების დელიმიტაციის და დემარკაციის კომისიის წევრების ჩვენებები.

ბრალში მითითებულია მუხლი, ეს არის სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლი, რომელიც ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიას ეკუთვნის, მეც და ბატონი დიტოც გავეცანით ამ ბრალს, რა თქმა უნდა, ბრალს არ ეთანხმება და ეს დავაფიქსირეთ ბრალის დადგენილებაში. ძირითადად, მისი საჯარო გამოსვლებია დაოქმებული, და არის კიდევს სავარაუდოდ, კომისიის წევრების დელიმიტაციის და დემარკაციის კომისიის წევრების ჩვენებები. პრემიერ მინისტრზე მითითება კონკრეტულად ბრალში არ არის, უფრო არის მინიშნება იმაზე, რომ საზოგადოებაზე ახდენდა ზეგავლენას. საზოგადოებას აწოდებდა ცრუ ინფორმაციას, და კომისიას უშლიდა ხელს. მე კითხვა დავუსვი დიტოს და ვკითხე, რამე კომუნიკაცია თუ ჰქონდა მას, მითხრა, რომ გამორიცხულია, მას მე ფიზიკურადაც არასდროს შევხვედრივარ, კომუნიკაცია სატელეფონოც კი არ გვქონია მასთან [ ღარიბაშვილთან] , ამრიგად, არ ვიცნობ ამ ადამიანს. ვიცი მისი პოლიტიკური საქმიანობა წარსულში, რაც საზოგადოებისთვისაც არის ცნობილი, - ამბობს ნონა ფილაური.

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე გუშინ, 22 ოქტომბერს სამშობლოს ღალატის, საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს.

საგამოძიებო უწყება ჩუბინიძეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვაზრთან მდებარე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება.

პროკურატურაში თქვეს, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს". მას 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიდიტო ჩუბინიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და მომხდარით “გაოგნებულია”
  2. ალიაოპოზიციურიადვოკატი – დიტო ჩუბინიძეს ბრალი წაუყენეს – ის კატეგორიულად უარყოფს, რომ რამეში დამნაშავეა
  3. TV პირველიოპოზიციურიდიტო ჩუბინიძე განსასჯელის სკამზე - სასამართლო ჟურნალისტის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჩხრეკისას ამოიღეს ძველი ტელეფონი, რომელიც 2-3 წელია აღარ მუშაობს – დიტო ჩუბინიძის დაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები