ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დიტო ჩუბინიძე - არც საპროცესო შეთანხმებაზე მომიწერია ხელი და არც არაფერზე, საპროცესო შეთანხმება გაფორმებული აქვს კობახიძეს და მის ბანდას - გირაოსაც არ ვეთანხმებოდი, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით, ციხიდანაც და სასამართლოდანაც გამომაგდეს

ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა. ჩუბინიძე აცხადებს, რომ საპროცესო შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია და ის „რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია“.

დიტო ჩუბინიძე - არც საპროცესო შეთანხმებაზე მომიწერია ხელი და არც არაფერზე, საპროცესო შეთანხმება გაფორმებული აქვს კობახიძეს და მის ბანდას - გირაოსაც არ ვეთანხმებოდი, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით, ციხიდანაც და სასამართლოდანაც გამომაგდეს
დიტო ჩუბინიძე - არც საპროცესო შეთანხმებაზე მომიწერია ხელი და არც არაფერზე, საპროცესო შეთანხმება გაფორმებული აქვს კობახიძეს და მის ბანდას - გირაოსაც არ ვეთანხმებოდი, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით, ციხიდანაც და სასამართლოდანაც გამომაგდესინტერპრესნიუსი

4 000 ლარის ოდენობით გირაოთი გამიშვეს ციხიდან - საპროცესო შეთანხმება არ მქონია ან რა საპროცესო გარიგებაზე მიმართვა, სამშობლოს ღალატთან საპროცესო გარიგება როგორ შეიძლება? სამშობლოს ღალატთან საპროცესო შეთანხმება გაფორმებული აქვს კობახიძეს და მის ბანდას, - ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა, დიტო ჩუბინიძემ, პატიმრობიდან ციხიდან გათავისუფლების შემდეგ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, ის, რომ ციხიდან გამოუშვებდნენ, მისთვის მოულოდნელი იყო.

„იურიდიულ ნიუანსებში ვერ შევალ. გეტყვით იმას, რომ 4000-ლარიანი გირაოთი გამომიშვეს. მე ვარ რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი. მე არც საპროცესო შეთანხმებაზე მომიწერია ხელი და არც არაფერზე, გირაოსაც არ ვეთანხმებოდი, მაგრამ როგორც იტყვიან, გამომაგდეს გარეთ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. საპროცესო შეთანხმება არ მქონია. ციხიდანაც გამომაგდეს და სასამართლოდანაც.

რა საპროცესო გარიგებაზე მიმართვა, სამშობლოს ღალატთან საპროცესო გარიგება, როგორ შეიძლება? სამშობლოს ღალატთან საპროცესო შეთანხმება გაფორმებული აქვს კობახიძეს და მის ბანდას.

[ციხიდან გამოშვებას] რა თქმა უნდა, არანაირად არ ველოდებოდი. სავარჯიშოდ მივდიოდით ბიჭებთან, თანამესაკნეებთან, მეგობრებთან ერთად, რომელიც თან გადამყვნენ. არაფერს ველოდებოდი, გამომაგდეს გარეთ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით“, - განაცხადა დიტო ჩუბინიძემ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა.

უწყებაში განმარტავდნენ, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს".

დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა დღეს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. ის 4 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„იურიდიულ ნიუანსებში ვერ შევალ. გეტყვით იმას, რომ 4000-ლარიანი გირაოთი გამომიშვეს. მე ვარ რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი. მე არც საპროცესო შეთანხმებაზე მომიწერია ხელი და არც არაფერზე, გირაოსაც არ ვეთანხმებოდი, მაგრამ როგორც იტყვიან, გამომაგდეს გარეთ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. საპროცესო შეთანხმება არ მქონია. ციხიდანაც გამომაგდეს და სასამართლოდანაც. რა საპროცესო გარიგებაზე მიმართვა, სამშობლოს ღალატთან საპროცესო გარიგება, როგორ შეიძლება? სამშობლოს ღალატთან საპროცესო შეთანხმება გაფორმებული აქვს კობახიძეს და მის ბანდას. [ციხიდან გამოშვებას] რა თქმა უნდა, არანაირად არ ველოდებოდი. სავარჯიშოდ მივდიოდით ბიჭებთან, თანამესაკნეებთან, მეგობრებთან ერთად, რომელიც თან გადამყვნენ. არაფერს ველოდებოდი, გამომაგდეს გარეთ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით“
დიტო ჩუბინიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პატიმრობიდან გათავისუფლებული ჩუბინიძე გარეჯის თემასა და ღარიბაშვილზე საუბრობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები