ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"თუ ეს დადასტურდა, მთელი ევროპისთვის კატასტროფა იქნება" - გიორგი სოსიაშვილი ევროპაში ძალადობრივი აქციების დაფინანსებაზე

რუსთავი 2

გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, თუ დადასტურდა ევროკომისიისა და სოროსის ფონდების მიერ ევროპაში არეულობებთან დაკავშირებული ორგანიზაციების დაფინანსება, ეს მთელი ევროპისთვის კატასტროფა იქნება და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მათ მიერ ევროპულ ღირებულებებზე საუბარს.

"თუ ეს დადასტურდა, მთელი ევროპისთვის კატასტროფა იქნება" - გიორგი სოსიაშვილი ევროპაში ძალადობრივი აქციების დაფინანსებაზე
"თუ ეს დადასტურდა, მთელი ევროპისთვის კატასტროფა იქნება" - გიორგი სოსიაშვილი ევროპაში ძალადობრივი აქციების დაფინანსებაზერუსთავი 2

იღებს თუ არა ბრიუსელი პასუხისმგებლობას საფრანგეთსა და იტალიაში განვითარებულ ძალადობრივ აქციებზე - ამ კითხვაზე პასუხს "რუსთავი 2" ევროკომისიისგან ამ დრომდე ელის. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული მასალების თანახმად, ევროკომისია და სოროსის ფონდები მილიონობით ევროთი აფინანსებდნენ არეულობებთან დაკავშირებულ 5 მსხვილ ორგანიზაციას. მათ შორის არიან საფრანგეთსა და იტალიაში მოქმედი ენჯეოები და პროფკავშირები. პოლონური, ესპანური და ბელგიური პრესის ინფორმაციით, ამ ორგანიზაციებს ჯამში ევროკომისიისგან 8 მილიონი ევროს გრანტი აქვთ აღებული.

საერთაშორისო მედიის საგამოძიებო მასალებზე თბილისში მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებები კეთდება.

"თუ დადასტურდა, ეს კატასტროფა იქნება მთელი ევროპისთვის, იმიტომ, რომ რომელ ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაზე შეიძლება ამ ხალხთან ისაუბრო და რომელ ევროპულ ღირებულებებზე შეიძლება ისაუბრო ადამიანებთან, თუკი ეს ადამიანები მართლაც მხილებულნი იქნებიან ამ არეულობებში?

ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია პარიზის ქუჩების გადაწვაზე, მილანში სხვადასხვა ობიექტების აღებაზე და იმ ძალადობრივი ჯგუფების, ექსტრემისტული ჯგუფების წაქეზებაზე, რა იმედი უნდა ჰქონდეს ამ ადამიანებს, რომ საქართველოს მოსახლეობას რამეში დაეხმარება და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაში ხელს შეუწყობს და რაღაცა ნათელ მომავალს შეგვიქმნის? ეს ხომ წარმოუდგენელი ამბავია", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თუ დადასტურდა, ეს კატასტროფა იქნება მთელი ევროპისთვის, იმიტომ, რომ რომელ ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაზე შეიძლება ამ ხალხთან ისაუბრო და რომელ ევროპულ ღირებულებებზე შეიძლება ისაუბრო ადამიანებთან, თუკი ეს ადამიანები მართლაც მხილებულნი იქნებიან ამ არეულობებში? ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია პარიზის ქუჩების გადაწვაზე, მილანში სხვადასხვა ობიექტების აღებაზე და იმ ძალადობრივი ჯგუფების, ექსტრემისტული ჯგუფების წაქეზებაზე, რა იმედი უნდა ჰქონდეს ამ ადამიანებს, რომ საქართველოს მოსახლეობას რამეში დაეხმარება და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაში ხელს შეუწყობს და რაღაცა ნათელ მომავალს შეგვიქმნის? ეს ხომ წარმოუდგენელი ამბავია“
გიორგი სოსიაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
თუ ეს დადასტურდა, იქნება სერიოზული ხელშემშლელი ფაქტორი, რომ ჩვენ ვისაუბროთ სამომავლო პერსპექტივაში მოქმედ ევრობიუროკრატიასთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე - თორნიკე ჭეიშვილი ევროპაში ძალადობრივი აქციების დაფინანსებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები