ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თუ ეს დადასტურდა, იქნება სერიოზული ხელშემშლელი ფაქტორი, რომ ჩვენ ვისაუბროთ სამომავლო პერსპექტივაში მოქმედ ევრობიუროკრატიასთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე - თორნიკე ჭეიშვილი ევროპაში ძალადობრივი აქციების დაფინანსებაზე

რუსთავი 2

თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, თუ დადასტურდა ცნობები ევროკომისიის მიერ ევროპაში ძალადობრივი აქციების დაფინანსებაზე, ეს ევრობიუროკრატიასთან ურთიერთობის ნორმალიზებას ხელს შეუშლის. მისი თქმით, საქართველოსაც გამოუცდია მსგავსი სქემებით ანტისახელმწიფოებრივი პროცესების წახალისება.

იღებს თუ არა ბრიუსელი პასუხისმგებლობას საფრანგეთსა და იტალიაში განვითარებულ ძალადობრივ აქციებზე - ამ კითხვაზე პასუხს "რუსთავი 2" ევროკომისიისგან ამ დრომდე ელის. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული მასალების თანახმად, ევროკომისია და სოროსის ფონდები მილიონობით ევროთი აფინანსებდნენ არეულობებთან დაკავშირებულ 5 მსხვილ ორგანიზაციას. მათ შორის არიან საფრანგეთსა და იტალიაში მოქმედი ენჯეოები და პროფკავშირები. პოლონური, ესპანური და ბელგიური პრესის ინფორმაციით, ამ ორგანიზაციებს ჯამში ევროკომისიისგან 8 მილიონი ევროს გრანტი აქვთ აღებული.

საერთაშორისო მედიის საგამოძიებო მასალებზე თბილისში მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებები კეთდება - პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, საქართველოსაც გამოუცდია მსგავსი სქემებით ანტისახელმწიფოებრივი პროცესების წახალისება.

"არაფერი ალბათ სენსაციური ამაში არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენც გვიწვნევია საკუთარ თავზე, გამოგვიცდია საკუთარ თავზე მსგავსი სქემებით სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივი პროცესების წახალისება საქართველოში.

რა თქმა უნდა თუ ეს დადასტურდა, ეს იქნება ძალიან სერიოზული ხელშემშლელი ფაქტორი იმისა, რომ ჩვენ ვისაუბროთ სამომავლო პერსპექტივაში მოქმედ ევრობიუროკრატიასთან რაღაც ფორმით ურთიერთობის ნორმალიზებაზე, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ წარმოჩინდება ის, რომ ისინი ძალიან უხეში მეთოდებით ცდილობენ, პირდაპირ რომ ჩაერიონ სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში და არად დაგიდევენ თუნდაც იმას, რომ ასეთი ანტიკონსტიტუციური, არასამართლებრივი და არაკანონიერი მეთოდების გამოყენებით შეეცადონ იმას, რომ თუნდაც მათთვის სასურველი პოლიტიკური დაჯგუფებები მოიყვანონ ქვეყნის მართვის სადავეებთან", - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოთორნიკე ჭეიშვილი ევროკომისიის მიერ საფრანგეთსა და იტალიაში არეულობასთან დაკავშირებული ორგანიზაციების დაფინანსებაზე: კიდევ ერთხელ წარმოჩინდება, რომ ევრობიუროკრატები უხეში მეთოდებით ცდილობენ პირდაპირ ჩაერიონ სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
"თუ ეს დადასტურდა, მთელი ევროპისთვის კატასტროფა იქნება" - გიორგი სოსიაშვილი ევროპაში ძალადობრივი აქციების დაფინანსებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები