ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროპაში აქციებს ევროკომისია აფინანსებდა - იღებს თუ არა ბრიუსელი პასუხისმგებლობას საფრანგეთსა და იტალიაში განვითარებულ ძალადობრივ აქციებზე

რუსთავი 2ნეიტრალური საქართველოქართული ოცნება

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისია და სოროსის ფონდი საფრანგეთსა და იტალიაში ძალადობრივი აქციების ორგანიზატორებს აფინანსებდნენ, რამაც 1.5-მილიარდიანი ზარალი გამოიწვია. აღნიშნულ ცნობებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა, ბრიუსელი კი დუმს.

მილიარდნახევრიანი ზარალი საფრანგეთსა და იტალიაში - მედიის ინფორმაციით, ასეთია 8 მილიონ ევრომდე დაფინანსების შედეგი ევროპულ ქვეყნებში. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ევროკომისია და სოროსის ფონდი იმ 5 ორგანიზაციასა და პროფკავშირს აფინანსებდა, რომლებიც საფრანგეთსა და იტალიაში ძალადობრივ აქციებს აორგანიზებდნენ.

იღებს თუ არა ბრიუსელი პასუხისმგებლობას საფრანგეთსა და იტალიაში განვითარებულ ძალადობრივ აქციებზე - ამ კითხვაზე პასუხს "რუსთავი 2" ევროკომისიისგან ამ დრომდე ელის. ბრიუსელი მეორე დღეა დუმს.

საერთაშორისო მედიის ინფორმაცია "ნეიტრალური საქართველოსთვის" დასტურია, რომ ბრიუსელი საკუთარ კონტინენტზე დესტაბილიზაციას უწყობს ხელს. პარტიაში აცხადებენ, რომ ეს სცენარი საქართველოსთვის უკვე ნაცნობია და ამიტომ ქვეყნის ინტერესების დასაცავად ერთადერთ გზას ნეიტრალიტეტში ხედავენ.

ქართული ოპოზიციის ერთი ნაწილი ევროპასა და საქართველოში გამართულ ძალადობრივ აქციებს შორის მსგავსებას ვერ ხედავს, მეორე ნაწილი კი საერთაშორისო მედიის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

მმართველმა გუნდმა კი კიდევ ერთხელ გაიხსენა თბილისში გამართული ძალადობრივი აქციები, რომელსაც "ქართული ოცნების" ინფორმაციით, სწორედ ევრობიუროკრატები აფინანსებდნენ. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ არ გაუკვირდებათ თუ საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება.

პოლონურ, ბელგიურ და ესპანურ მედიაში გავრცელებული მასალების მიხედვით, ევროკომისია და სოროსის ფონდები მილიონობით ევროთი აფინანსებდნენ არეულობებთან დაკავშირებულ ხუთ მსხვილ ორგანიზაციას. მათ შორის არიან საფრანგეთსა და იტალიაში მოქმედი ენჯეოები და პროფკავშირები. დღეს მსგავსი შინაარსის სტატიები გავრცელდა ფრანგულ და გერმანულ მედიაშიც.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობო"თუ ეს დადასტურდა, მთელი ევროპისთვის კატასტროფა იქნება" - გიორგი სოსიაშვილი ევროპაში ძალადობრივი აქციების დაფინანსებაზე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
“ერთიანი ნეიტრალური საქართველო”: „ევროპის ღრმა კრიზისების უკან „დიფ სთეითს“ სრულად დაქვემდებარებული ბიუროკრატია დგას, რომელიც მიზანმიმართულად ანგრევს ცალკეული სახელმწიფოების სუვერენიტეტს, შლის ქვეყნების იდენტობას და მათ მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები