ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკომისიის სკანდალური დაფინანსება და მორიგი სკანდალი - საერთაშორისო მედიის ცნობით, ბრიუსელი ევროპაში ძალადობრივ არეულობებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს აფინანსებდა

საერთაშორისო მედიის ცნობით, ევროკომისია და სოროსის ფონდები საფრანგეთსა და იტალიაში აქციებსა და არეულობებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებდნენ.

ევროკომისია მორიგ სკანდალში ეხვევა - საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, სწორედ ევროკომისია აფინანსებდა საფრანგეთსა და იტალიაში ძალადობრივ არეულობებთან დაკავშირებულ 5 ორგანიზაციას. საგამოძიებო მასალებს ამ თემაზე პოლონური Visegrad 24, ესპანური La Gazzetta და ბელგიური Brussels Signal ავრცელებს.

საუბარია ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ადამიანის უფლებათა დაცვის წამყვან ორგანიზაციებსა და პროფკავშირზე, მათ შორის, საფრანგეთის ადამიანის უფლებათა ლიგაზე, საერთაშორისო ფედერაციასა და იტალიურ გაერთიანებებზე.

გამოცემები წერენ, რომ აღნიშნულ ორგანიზაციებს ევროკავშირისა და სოროსის ფონდებისგან მილიონობით ევრო და შვეიცარიული ფრანკი აქვთ მიღებული, რაც აქციებზე არეულობას მოხმარდა.

"ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკომისია, ჯორჯ სოროსის მსგავსად, ფინანსურად უზრუნველყოფს იმ ორგანიზაციების ნაწილსაც, რომლებმაც ევროპაში სოციალური მობილიზაცია წაახალისეს. მოპოვებული დოკუმენტაციის თანახმად, იდენტიფიცირებულია 5 სუბიექტი, რომლებსაც ევროპული დახმარება აქვთ მიღებული ან ბრიუსელის მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობდნენ. აღნიშნული ორგანიზაციები აწყობდნენ დემონსტრაციებს, მხარს უჭერდნენ საპროტესტო მოთხოვნებს ან აკრიტიკებდნენ პოლიციის ქმედებებს", - წერს ესპანური გამოცემა.

ამასთან, ბელგიური გამოცემის ცნობით, საფრანგეთში ოქტომბრის არეულობებში ჩართული 7 ორგანიზაცია პირდაპირ არის დაკავშირებული სოროსის ფონდებთან.

"გამოძიების თანახმად, საფრანგეთში ოქტომბრის არეულობებში ჩართული 7 ორგანიზაცია ჯორჯ სოროსის ფონდებთან არის დაკავშირებული და მათგან დაფინანსებას იღებს. ფონდების მიერ გამოყოფილი თანხები პოლიციის მოქმედებების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს, საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას ხმარდებოდა", - წერს ბელგიური გამოცემა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოVisegrad 24-ის ცნობით, ევროკომისია საფრანგეთსა და იტალიაში ძალადობრივ არეულობებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს აფინანსებდა
  2. POSTVსამთავრობოევროკომისიის სკანდალური დაფინანსება და მორიგი სკანდალი: საერთაშორისო მედიის ცნობით, ბრიუსელი ევროპაში ძალადობრივ არეულობებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს აფინანსებდა
  3. რუსთავი 2სამთავრობოიღებს თუ არა ევროკომისია პასუხისმგებლობას საფრანგეთსა და იტალიაში განვითარებულ ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებით - "რუსთავი 2-მა" ევროკომისიას ოფიციალური წერილით მიმართა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკომისიის სკანდალური დაფინანსება და მორიგი სკანდალი: საერთაშორისო მედიის ცნობით, ბრიუსელი ევროპაში ძალადობრივ არეულობებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს აფინანსებდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები