პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლიონის ერთ-ერთ ლიცეუმში ორმა მოსწავლემ ფოიერვერკის ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობები სასწავლო დაწესებულების შიგნით გამოიყენა, რის შედეგადაც 40 მოსწავლე დაშავდა

ლიონის ერთ-ერთ ლიცეუმში ორმა მოსწავლემ პიროტექნიკა თანასკოლელების მიმართულებით ისროლა, რის შედეგადაც 40 მოსწავლე დაშავდა. ორივე ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ლიონის ერთ-ერთ ლიცეუმში ორმა მოსწავლემ ფოიერვერკის ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობები სასწავლო დაწესებულების შიგნით გამოიყენა, რის შედეგადაც 40 მოსწავლე დაშავდა
იმედინიუსი

ლიონის ერთ-ერთ ლიცეუმში ორმა მოსწავლემ ფოიერვერკის ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობები სასწავლო დაწესებულების შიგნით გამოიყენა და პიროტექნიკა თანასკოლელების მიმართულებით ისროლა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ინციდენტის შედეგად დაშავდა 40 მოსწავლე. სკოლის დირექციის თქმით, ორივე ეჭვმიტანილი დაკავებულია.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ლიცეუმის პედაგოგებმა დღის მეორე ნახევარში სასწავლო პროცესის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ამავე ლიცეუმსა და ლიონის სხვა სასწავლო დაწესებულებებში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, ათამდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის სკოლის დირექტორი და მთავარი საგანმანათლებლო მრჩეველი.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს ძალადობის გამო ფოიერვერკების გაყიდვა დროებით აიკრძალაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები