ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა, რომ დავით ფეიქრიშვილი საკანში მარტო არ ყოფილა

საქართველოს პროკურატურა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ დაადასტურა, რომ პატიმარი დავით ფეიქრიშვილი საკანში მარტო არ ყოფილა. ოჯახისა და ადვოკატის მტკიცებით, მასზე გლდანის ციხეში ავთანდილ ბილანიშვილმა („კაწრომ“), ვატო და შოთა ყიფიანებმა და კიდევ ორმა პირმა იძალადეს.

იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა, რომ დავით ფეიქრიშვილი საკანში მარტო არ ყოფილა
იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა, რომ დავით ფეიქრიშვილი საკანში მარტო არ ყოფილაTV პირველი

იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა, რომ პატიმარი დავით ფეიქრიშვილი, რომელზეც ოჯახის და ადვოკატის განცხადებით ძალადობა განხორციელდა, საკანში მარტო არ ყოფილა და მასთან სხვები იყვნენ შესახლებულები. ამის შესახებ პაატა სალიამ პროსამთვრობო ტელევიზიას უთხრა.

ის აანონსებს, რომ ყველაფერს პასუხს მალე პროკურატურა გასცემს.

დავიწყებ იმით, რომ როგორც კი საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი მედიის საშუალებით ფეიქრიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ, მყისიერად დავიწყეთ გამოძიება.

ერთი რამე შემიძლია, დაგიდასტუროთ, [დავით] ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში.

გამოძიება დაადგენს კონკრეტულად იმ პირების სახელებს და გვარებს, ვინ იყვნენ ამ საკანში, რამდენი პირი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება, ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ კურირებდა, ვინ იყო ინფორმირებული და ა.შ. ეს არის გამოძიების მიერ დასადგენი. იმედი მაქვს, მალე გვეცოდინება გამოძიების თუნდაც პირველადი შედეგები”, - განაცხადა სალიამ.

ცნობისთვის, დავით ფეიქრიშვილის ოჯახისა და ადვოკატის განცხადებით, პატიმარზე გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა ფიზიკურად იძალადა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოპაატა სალია: ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპაატა სალია - ერთი რამე შემიძლია, დაგიდასტუროთ, დავით ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში - გამოძიება დაადგენს იმ პირების სახელებს და გვარებს, ვინ იყვნენ ამ საკანში, რამდენი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიგიდასტურებთ, ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში - იუსტიციის მინისტრი
  4. ალიაოპოზიციური,, შემიძლია დაგიდასტუროთ – ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში” – პაატა სალია
  5. იმედინიუსისამთავრობოიუსტიციის მინისტრი: ვადასტურებ, რომ ფეიქრიშვილი მარტო არ იყო საკანში
  6. ალიაოპოზიციურიიუსტიციის მინისტრმა დაადასტურა, რომ დავით ფეიქრიშვილი საკანში მარტო არ ყოფილა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფეიქრიშვილების დედა ამტკიცებს, რომ ტელეფონები, რომელიც გამოძიებას დალუქული ჰქონდა, მის შვილს საკანში შეუტანეს და გახსნას აიძულებდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები