ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაატა სალია - ერთი რამე შემიძლია, დაგიდასტუროთ, დავით ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში - გამოძიება დაადგენს იმ პირების სახელებს და გვარებს, ვინ იყვნენ ამ საკანში, რამდენი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება

რუსთავი 2იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას განცხადებით, დავით ფეიქრიშვილი საკანში ნამდვილად არ ყოფილა მარტო და გამოძიება დაადგენს, კონკრეტულად ვინ და რატომ შეასახლეს მასთან.

პაატა სალია - ერთი რამე შემიძლია, დაგიდასტუროთ, დავით ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში - გამოძიება დაადგენს იმ პირების სახელებს და გვარებს, ვინ იყვნენ ამ საკანში, რამდენი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება
პაატა სალია - ერთი რამე შემიძლია, დაგიდასტუროთ, დავით ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში - გამოძიება დაადგენს იმ პირების სახელებს და გვარებს, ვინ იყვნენ ამ საკანში, რამდენი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლებაინტერპრესნიუსი

ერთი რამე შემიძლია, დაგიდასტუროთ, [დავით] ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში - გამოძიება დაადგენს კონკრეტულად იმ პირების სახელებს და გვარებს, ვინ იყვნენ ამ საკანში, რამდენი პირი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, მოხდა ფეიქრიშვილთან სხვა პირების შესახლება, სალია ამბობს: „დიახ". კიდევ ერთ კითხვაზე, იყო ეს ვატო ყიფიანი და მისი თანმხლები პირები, იუსტიციის მინისტრი პასუხობს, რომ ამას გამოძიება დაადგენს.

„ერთი რამე შემიძლია, დაგიდასტუროთ, [დავით] ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში.

გამოძიება დაადგენს კონკრეტულად იმ პირების სახელებს და გვარებს, ვინ იყვნენ ამ საკანში, რამდენი პირი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება, ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ კურირებდა, ვინ იყო ინფორმირებული და ა.შ. ეს არის გამოძიების მიერ დასადგენი. იმედი მაქვს, მალე გვეცოდინება გამოძიების თუნდაც პირველადი შედეგები”, - განაცხადა სალიამ.

ცნობისთვის, დავით ფეიქრიშვილის განცხადებით, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მასზე ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა - ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა ფიზიკურად იძალადა.

აღნიშნულს პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა, მოგვიანებით, მრავლობითი დაზიანებებით, დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოათავსეს, სადაც ის მკურნალობას დღემდე გადის.

აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაპირველად გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო, თუმცა, შემდეგ, ის გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

პროკურატურის მიერ იუსტიციის სამინისტროსთვის რეკომენდაციით მიმართვის შემდეგ, რომ პენიტენციური სამსახურის დირექტორს, გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შესჩერებოდა, თანამდებობა დატოვა გიორგი პატარიძემ. მის პოსტზე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, რამაზ თათარაშვილი დაინიშნა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოპაატა სალია: ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიგიდასტურებთ, ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში - იუსტიციის მინისტრი
  3. ალიაოპოზიციური,, შემიძლია დაგიდასტუროთ – ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში” – პაატა სალია
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ფეიქრიშვილების ოჯახი გამოკითხვაზე - დედა დავით ფეიქრიშვილის ცემის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ჯგუფური ძალადობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები