პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ზურაბ ჯაფარიძე - სუროგაციის აკრძალვის შედეგი იქნება მხოლოდ უშვილოდ დარჩენილი მეტი ოჯახი, მეტი უცხოეთში გადახვეწილი ქართველი, მეტი ტრაგედია

კოალიცია ცვლილებისთვისქართული ოცნებასაპატრიარქო

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სუროგაციის აკრძალვის შედეგი მხოლოდ უშვილოდ დარჩენილი მეტი ოჯახი და უცხოეთში გადახვეწილი მეტი ქართველი იქნება, რის უკანაც საპატრიარქო დგას, ხელისუფლება კი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე აწერს ხელს.

ზურაბ ჯაფარიძე - სუროგაციის აკრძალვის შედეგი იქნება მხოლოდ უშვილოდ დარჩენილი მეტი ოჯახი, მეტი უცხოეთში გადახვეწილი ქართველი, მეტი ტრაგედია
ინტერპრესნიუსი

სუროგაციის აკრძალვის შედეგი იქნება მხოლოდ უშვილოდ დარჩენილი მეტი ოჯახი, მეტი უცხოეთში გადახვეწილი ქართველი, მეტი ტრაგედია, - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები „ხელს მოაწერენ ყველაფერზე“, რაც ივანიშვილის ოჯახს დაეხმარება ძალაუფლების შენარჩუნებაში.

„მკაცრი ნარკოპოლიტიკის“ შედეგებია ნარკოტიკების მოხმარების რომანტიზება, ინტრავენური მოხმარების ზრდა, ზედოზირებით გარდაცვალებები, სინთეტიკური ნარკოტიკების მოხმარების ზრდა ახალგაზრდებში თანმდევი გაუთვლელი შედეგებით, „სააფთიაქო ნარკომანიის“ ზრდა, ათასობით უდანაშაულო ადამიანი ციხეში, ათობით ათასი პრობაციაზე მყოფი ადამიანი, რომლებსაც საბჭოთა „მენტები“ ხან „ინფორმატორებად“ ამუშავებენ, ხან „ტიტუშკებად“ და ხან „კარუსელებში“ ხმის მიმცემებად

აზარტული თამაშების /ტოტალიზატორების აკრძალვის შედეგები იქნება ამ ბაზრის ნაწილის იატაკქვეშეთში გადასვლა (ძირითადად მაინც ონლაინ დარჩება) და კრიმინალური გარჩევები (ეკონომიკური ეფექტი რომ „დავიკიდოთ“, რომელიც სულაც არაა მხოლოდ „ვიღაცები მდიდრდებიან“).

სამივე არის ბოროტება, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანის თავისუფლებას ზღუდავს და სახელმწიფოს უშვებს იქ, სადაც მისი საქმე არაა, არამედ იმიტომაც. რომ მხოლოდ ნეგატიური შედეგები მოაქვს.

წლებია ამ ყველაფრის უკან ამ ქვეყანაში დგას საპატრიარქო ან ცალკეული სასულიერო იერარქები. „ქოცები“ ხელს მოაწერენ ყველაფერზე, რაც ივანიშვილის ოჯახს დაეხმარება ძალაუფლების შენარჩუნებაში. მაგრამ როგორ შეიძლება უბედურების ამ მასშტაბს ხედავდე და გჯეროდეს, რომ ადამიანებისადმი ასეთი დამოკიდებულება ქრისტიანულია?

როგორ შეიძლება ახლად შექმნილ ოჯახს ართმევდე შვილის ყოლის შესაძლებლობას და გჯეროდეს, რომ ეს უნდა ღმერთს?

როგორ შეიძლება მართლა გაღელვებდეს ნარკოტიკების პრობლემა და გჯეროდეს, რომ ფონიჭალაში ჩატარებული 3946-ე სპეცოპერაცია აღმოფხვრის მას?

როგორ შეიძლება ინტერნეტის, დარქნეტის, ბლოქჩეინის და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში გჯეროდეს, რომ აზარტული თამაშის რეკლამის აკრძალვით მოაგვარებ ლუდომანიის პრობლემას?

როგორ შეიძლება ამ ყველაფერს ასე ზედაპირულად უყურებდე და თან ხალხს მოძღვრავდე?

სახარების კითხვა კარგია, მაგრამ იქნებ არაა საკმარისი და სხვა რაღაცებიცაა წასაკითხი?

თუ რა თქმა უნდა „ქოცებთან“ უკეთესი პირობებით „დილი“ არაა მიზანი ნაკლების ჩვენება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„სამარცხვინო და ბოროტი გადაწყვეტილება!“ - ნიკა გვარამია სუროგაციის აკრძალვას ეწინააღმდეგებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები