ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შესაძლოა გლდანის ციხის დირექტორი შეიცვალოს და არა რუსთავის მე-6 დაწესებულების – სამინისტრო

იუსტიციის სამინისტროტვ პირველისაქართველოს პროკურატურასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიქართული ოცნება

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, მინისტრი პაატა სალია საკადრო ცვლილებებზე საუბრისას რუსთავის #6 დაწესებულების ნაცვლად გლდანის მე-8 ციხის დირექტორს გულისხმობდა. საკითხი გლდანის ციხეში პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ცემის გამოძიებასა და პენიტენციურ სამსახურში გადადგომებს უკავშირდება.

შესაძლოა გლდანის ციხის დირექტორი შეიცვალოს და არა რუსთავის მე-6 დაწესებულების – სამინისტრო
შესაძლოა გლდანის ციხის დირექტორი შეიცვალოს და არა რუსთავის მე-6 დაწესებულების – სამინისტრონეტგაზეთი

იუსტიციის სამინისტრომ განმარტა მედიასთან პაატა სალიას მიერ გაკეთებული კომენტარი. „ტვ პირველმა“ სალიას ჰკითხა რუსთავის #6 დაწესებულების ხელმძღვანელი, შოთა ტრაპაიძე რჩებოდა თუ დაკავებულ თანამდებობაზე:

„ამ ეტაპზე, ჯერჯერობით ვმსჯელობთ ამ საკითხთან დაკავშირებით და მიღებული იქნება გადაწყვეტილება“, – თქვა სალიამ.

იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ პაატა სალია შესაძლო ცვლილებებზე საუბრისას არა შოთა ტრაპაიძეს, არამედ გლდანის ციხის დირექტორს გულისხმობდა:

„იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ მინისტრი პაატა სალია სასჯელაღსრულების სისტემაში დირექტორების ცვლილების შესახებ მსჯელობაზე საუბრისას არა რუსთავის #6 დაწესებულების ხელმძღვანელს, შოთა ტრაპაიძეს, არამედ გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, რამაზ ფირცხალავას გულისხმობდა“.

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, შეეშალა თუ არა მინისტრს ეს ორი პიროვნება ერთმანეთში, პრესსამსახურს აღარ უპასუხია.

26 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა. მის ადგილზე რამაზ თათარაშვილი დაინიშნა.

პატარიძის გადადგომა მოჰყვა პროკურატურის რეკომენდაციას, რომ მას უფლებამოსილება შესჩერებოდა. პროკურატურა იძიებს გლდანის ციხეში მოთავსებული პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმეს.

ადვოკატის განცხადებით, დავით ფეიქრიშვილი გამომძიებლებმა 26 ოქტომბერს გამოკითხეს. უფლებადამცველმა თქვა, რომ ის დაზიანებები რაც ფეიქრიშვილს აქვს, ოქმშიც ასახეს.

პატიმარი დავით ფეიქრიშვილი 20 ოქტომბერს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. ის წინა დღეს, 19 ოქტომბერსაც იყო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული, თუმცა მალევე გაწერეს.

დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი, პაატა გოგიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ციხის საკანში ფიზიკური დაზიანებები რამდენიმე პირმა მიაყენა, მათ შორის- ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა („კაწრომ“). ადვოკატმა ასევე თქვა, რომ დავით ფეიქრიშვილმა თვითდაზიანება მიიყენა. გარდა ამისა, მისი განცხადებით, 19 ოქტომბერს ვენები გადაიჭრა მისმა ძმამ, გიორგი ფეიქრიშვილმაც. ადვოკატის განცხადებით, დავით ფეიქრიშვილს დამტვრეული ჰქონდა ნეკნები, სახის ძვლები, დაზიანებული ჰქონდა თავის ქალა.

თუმცა პენიტენციური სამსახური ფეიქრიშვილის ცემას უარყოფდა მანამ, სანამ 20 ოქტომბერს ღამით იუსტიციის სამინისტრომ განცხადება არ გაავრცელა, რომ „მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო“.

ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს, თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.

რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს [კაწრო], რომლებიც ასევე „ავტორიტეტებად“ მოიხსენიებენ კრიმინალურ სამყაროში, 15 ოქტომბერს დააკავეს რესტორანში მომხდარ ჩხუბის საქმეზე.

ადვოკატის მონათხრობიდან გამოდის, რომ ბილანიშვილი და ყიფიანი სხვებთან ერთად ზუსტად იმ საკანში შეასახლეს, სადაც დავით ფეიქრიშვილი იმყოფებოდა.

ყველა ეს პატიმარი ამჟამად გლდანის #8 დაწესებულებაში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ვატო ყიფიანი წარსულში ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის დაგეგმვაში იყო ბრალდებული. კერძოდ, 2020 წელს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამსახურ­მა ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ით თა­ვი­დან აი­ცი­ლეს ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა. პროკურატურის ვერ­სი­ით, თავ­დას­ხმას უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, ვატო ყი­ფი­ა­ნი გეგმავ­და. აღნიშნულ საქმეზე ყიფიანი 2021 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინიდან საქართველოში გამოაძევეს. თუმცა ვატო ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ მან ციხე დატოვა, ვინაიდან სასამართლომ ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობაში ყიფიანის ბრალეულობა ვერ დაადგინა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ მინისტრი პაატა სალია სასჯელაღსრულების სისტემაში დირექტორების ცვლილების შესახებ მსჯელობაზე საუბრისას არა რუსთავის #6 დაწესებულების ხელმძღვანელს, შოთა ტრაპაიძეს, არამედ გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, რამაზ ფირცხალავას გულისხმობდა“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ესწრებიან რამაზ ფირცხალავა და შოთა ტრაპაიძე, ვის გადადგომასაც პატიმართა ოჯახები ითხოვენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები