ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იუსტიციის მინისტრი: ვადასტურებ, რომ ფეიქრიშვილი მარტო არ იყო საკანში

რუსთავი 2იუსტიციის სამინისტროსაქართველოს პროკურატურა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ დაადასტურა, რომ ფეიქრიშვილი საკანში მარტო არ იმყოფებოდა და აღნიშნა, რომ იქ მყოფი პირების ვინაობასა და შესახლების მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

იუსტიციის მინისტრი: ვადასტურებ, რომ ფეიქრიშვილი მარტო არ იყო საკანში
იუსტიციის მინისტრი: ვადასტურებ, რომ ფეიქრიშვილი მარტო არ იყო საკანშიიმედინიუსი

„ერთი რამე შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში... გამოძიება დაადგენს კონკრეტულად პირების სახელებს და გვარებს, ვინ იყვნენ ამ საკანში, რამდენი პირი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება, ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ კურირებდა, ვინ იყო ინფორმირებული და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის გამოძიების მიერ დასადგენი“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ თანამდებობის დატოვება არ მეტყველებს იმაზე, რომ მისი მხრიდან რაიმე უკანონო ქმედებას ჰქონდა ადგილი.

„პროკურატურის რეკომენდაცია იუსტიციის სამინისტროს მიმართ ან პირადად გიორგი პატარიძის გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა, ცალსახად არ მეტყველებს იმაზე, რომ აქ მისი მხრიდან რაიმე უკანონო ქმედებას ჰქონდა ადგილი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს თანამდებობიდან გადადგომა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა. თუმცა, ჩაიდინა თუ არა კონკრეტულმა ადამიანმა დანაშაული, ამას გამოძიება დაადგენს. აუცილებელია, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს.

ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამას. ერთ-ერთი მოტივი საქმის გადაცემისა იყო ის, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემა არ იძიებდეს მის დაქვემდებარებაში არსებულ ხელმძღვანელ პირთან დაკავშირებულ საკითხს, რადგან მისი სახელი ნახსენები იყო.... ახლაც აქტიური საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს... იმედი მაქვს, რომ, გარკვეულწილად, პირველადი კონტურები, ალბათ, მალე გამოიკვეთება და გვეცოდინება, ნამდვილად ჰქონდა თუ არა დანაშაულს ადგილი“, - განაცხადა პაატა სალიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოპაატა სალია: ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპაატა სალია - ერთი რამე შემიძლია, დაგიდასტუროთ, დავით ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში - გამოძიება დაადგენს იმ პირების სახელებს და გვარებს, ვინ იყვნენ ამ საკანში, რამდენი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიგიდასტურებთ, ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში - იუსტიციის მინისტრი
  4. ალიაოპოზიციური,, შემიძლია დაგიდასტუროთ – ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში” – პაატა სალია
  5. TV პირველიოპოზიციურიიუსტიციის მინისტრმა დაადასტურა, რომ დავით ფეიქრიშვილი საკანში მარტო არ ყოფილა
  6. ალიაოპოზიციურიიუსტიციის მინისტრმა დაადასტურა, რომ დავით ფეიქრიშვილი საკანში მარტო არ ყოფილა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ერთი რამე შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში... გამოძიება დაადგენს კონკრეტულად პირების სახელებს და გვარებს, ვინ იყვნენ ამ საკანში, რამდენი პირი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება, ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ კურირებდა, ვინ იყო ინფორმირებული და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის გამოძიების მიერ დასადგენი“
პაატა სალია
„პროკურატურის რეკომენდაცია იუსტიციის სამინისტროს მიმართ ან პირადად გიორგი პატარიძის გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა, ცალსახად არ მეტყველებს იმაზე, რომ აქ მისი მხრიდან რაიმე უკანონო ქმედებას ჰქონდა ადგილი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს თანამდებობიდან გადადგომა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა. თუმცა, ჩაიდინა თუ არა კონკრეტულმა ადამიანმა დანაშაული, ამას გამოძიება დაადგენს. აუცილებელია, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამას. ერთ-ერთი მოტივი საქმის გადაცემისა იყო ის, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემა არ იძიებდეს მის დაქვემდებარებაში არსებულ ხელმძღვანელ პირთან დაკავშირებულ საკითხს, რადგან მისი სახელი ნახსენები იყო.... ახლაც აქტიური საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს... იმედი მაქვს, რომ, გარკვეულწილად, პირველადი კონტურები, ალბათ, მალე გამოიკვეთება და გვეცოდინება, ნამდვილად ჰქონდა თუ არა დანაშაულს ადგილი“
პაატა სალია
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პაატა სალია დავითაძის საქმეზე: ეს იყო პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, რასაც შესაძლოა შემდგომ არეულობა​ მოჰყოლოდა, თუმცა ჩვენ ეფექტურად შევძელით ჩანასახშივე დაგვესრულებინა არეულობის მცდელობა, რაც სრულად კანონის დაცვით განხორციელდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები