იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა, რომ დავით ფეიქრიშვილი საკანში მარტო არ ყოფილა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ დაადასტურა, რომ პატიმარი დავით ფეიქრიშვილი საკანში მარტო არ ყოფილა. ოჯახი და ადვოკატი აცხადებენ, რომ გლდანის მე-8 ციხეში მასზე ფიზიკურად იძალადეს.

იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა, რომ პატიმარი დავით ფეიქრიშვილი, რომელზეც ოჯახის და ადვოკატის განცხადებით ძალადობა განხორციელდა, საკანში მარტო არ ყოფილა და მასთან სხვები იყვნენ შესახლებულები. ამის შესახებ პაატა სალიამ პროსამთვრობო ტელევიზიას უთხრა.
ის აანონსებს, რომ ყველაფერს პასუხს მალე პროკურატურა გასცემს.
“დავიწყებ იმით, რომ როგორც კი საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი მედიის საშუალებით ფეიქრიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ, მყისიერად დავიწყეთ გამოძიება.
ერთი რამე შემიძლია, დაგიდასტუროთ, [დავით] ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში.
გამოძიება დაადგენს კონკრეტულად იმ პირების სახელებს და გვარებს, ვინ იყვნენ ამ საკანში, რამდენი პირი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება, ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ კურირებდა, ვინ იყო ინფორმირებული და ა.შ. ეს არის გამოძიების მიერ დასადგენი. იმედი მაქვს, მალე გვეცოდინება გამოძიების თუნდაც პირველადი შედეგები”, – განაცხადა სალიამ.
ცნობისთვის, დავით ფეიქრიშვილის ოჯახისა და ადვოკატის განცხადებით, პატიმარზე გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა ფიზიკურად იძალადა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაპაატა სალია: ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
პაატა სალია - ერთი რამე შემიძლია, დაგიდასტუროთ, დავით ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში - გამოძიება დაადგენს იმ პირების სახელებს და გვარებს, ვინ იყვნენ ამ საკანში, რამდენი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება
გიდასტურებთ, ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში - იუსტიციის მინისტრი
,, შემიძლია დაგიდასტუროთ – ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში” – პაატა სალია
იუსტიციის მინისტრი: ვადასტურებ, რომ ფეიქრიშვილი მარტო არ იყო საკანში
იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა, რომ დავით ფეიქრიშვილი საკანში მარტო არ ყოფილა
ციტატები სტატიიდან
„დავიწყებ იმით, რომ როგორც კი საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი მედიის საშუალებით ფეიქრიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ, მყისიერად დავიწყეთ გამოძიება. ერთი რამე შემიძლია, დაგიდასტუროთ, [დავით] ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში. გამოძიება დაადგენს კონკრეტულად იმ პირების სახელებს და გვარებს, ვინ იყვნენ ამ საკანში, რამდენი პირი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება, ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ კურირებდა, ვინ იყო ინფორმირებული და ა.შ. ეს არის გამოძიების მიერ დასადგენი. იმედი მაქვს, მალე გვეცოდინება გამოძიების თუნდაც პირველადი შედეგები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…