,, შემიძლია დაგიდასტუროთ – ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში” – პაატა სალია
იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, ფეიქრიშვილი საკანში ნამდვილად არ იყო მარტო, თუმცა თუ ვინ იმყოფებოდნენ მასთან და რატომ მოხდა მათი შესახლება, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

იუსტიციის მინისტრი, “ღამის კურიერის” ეთერში, ადასტურებს, რომ ფეიქრიშვილების საკანში ნამდვილად მოხდა სხვა პატიმრების შესახლება.
იყვნენ თუ არა აღნიშნული პირები ვატო ყიფიანი და სხვები – პაატა სალიას თქმით, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
“ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ – ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში… გამოძიება დაადგენს, ვინ იყვნენ საკანში, რამდენი პირი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება. ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ კურირებდა, ვინ იყო ინფორმირებული – ეს ყველაფერი გამოძიების მიერ არის დასადგენი”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა “ღამის კურიერის” ეთერში საუბრისას.
,,გამოძიება დაადგენს, კონკრეტულად იმ პირების სახელს და გვარებს, ვინ იყვნენ ამ საკანში, რამდენი პირი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება, ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ კურირებდა, ვინ იყო ინფორმირებული და ა.შ. ეს ყველაფერი არის გამოძიების მიერ დასადგენი. ამას ყველაფერს გამოძიება იტყვის. იმედი მაქვს, რომ მალე გვეცოდინება გამოძიების თუნდაც პირველადი შედეგები, რათა არ არსებობდეს რაიმე შეკითხვა საზოგადოების მხრიდან, რომ იგივე სისტემა იძიებს [საქმეს].
გიორგი პატარიძის გადაწყვეტილება, დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა, ცალსახად არ მეტყველებს იმაზე, რომ მისი მხრიდან რაიმე უკანონო ქმედებას ჰქონდა ადგილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თანამდებობიდან გადადგომა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა. ჩაიდინა თუ არა კონკრეტულმა ადამიანმა დანაშაული, ამას გამოძიება დაადგენს”, – განაცხადა პაატა სალიამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაპაატა სალია: ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
პაატა სალია - ერთი რამე შემიძლია, დაგიდასტუროთ, დავით ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში - გამოძიება დაადგენს იმ პირების სახელებს და გვარებს, ვინ იყვნენ ამ საკანში, რამდენი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება
გიდასტურებთ, ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში - იუსტიციის მინისტრი
ციტატები სტატიიდან
„ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ – ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში… გამოძიება დაადგენს, ვინ იყვნენ საკანში, რამდენი პირი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება. ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ კურირებდა, ვინ იყო ინფორმირებული – ეს ყველაფერი გამოძიების მიერ არის დასადგენი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…