ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფეიქრიშვილების ოჯახი გამოკითხვაზე - დედა დავით ფეიქრიშვილის ცემის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ჯგუფური ძალადობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვს

საქართველოს პროკურატურაიუსტიციის სამინისტრო

დავით ფეიქრიშვილის დედა ნინო აბრამიშვილი შვილის ცემის გამოძიების ჯგუფური ძალადობის მუხლით გადაკვალიფიცირებას და ციხის ხელმძღვანელობის დასჯას ითხოვს. იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას ცნობით, გლდანის მე-8 ციხის დირექტორის გათავისუფლებაზე მსჯელობენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა.

ფეიქრიშვილების ოჯახი გამოკითხვაზე - დედა დავით ფეიქრიშვილის ცემის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ჯგუფური ძალადობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვს
ფეიქრიშვილების ოჯახი გამოკითხვაზე - დედა დავით ფეიქრიშვილის ცემის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ჯგუფური ძალადობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვსTV პირველი

ფეიქრიშვილების ოჯახი პროკურატურაში - დედა და ერთ-ერთი ძმის ყოფილი ცოლი მ წუთებში გამომძიებლების კითხვებს პასუხობენ. ნინო აბრამიშვილი ითხოვს, რომ დავით ფეიქრიშვილის ცემის ფაქტზე დაწყებული გამოძიება გადაკვალიფიცირდეს ჯგუფური ძალადობის მუხლით, მისი შვილი კი დაზარალებულად სცნონ.

ასევე ოჯახის მოთხოვნაა, რომ პასუხისგებაში მიეცეს გლდანის ციხის უფროსი ფირცხალავა და პენიტენციური სამსახურის გადამდგარი ყოფილი უფროსი პატარიძე.

ნინო აბრამიშვილი ხელისუფლებისგან მოითხოვს, უპასუხონ, ვინ სცემა მისი შვილი.

მშობელი ამბობს, რომ მისი შვილების წინააღმდეგ „სპექტაკლი დაიდგა“.

ჩემი მოთხოვნა ის არის, რომ პირველ რიგში, კარგად გაითავისოს მთავრობამ, რა მოხდა ციხეში, რა მოუვიდა ჩვენს ოჯახს, მე მგონი, ეს არ აქვთ გათავისებული იმიტომ, რომ არც ერთმა პირმა, ვისაც ეკუთვნის, არცერთი სიტყვა არ თქვა. დღემდე თავის ადგილზე რჩება ციხის უფროსი. კანონით, როცა ასეთი რაღაც ხდება ციხეში, პირველ რიგში ხსნიან ციხის უფროსს და მერე ციხეების უფროსს. აქ, რატომღაც ყველაფერი სხვანაირად მიდის.

ვითხოვთ კვალიფიკაციის შეცვლას 143-ე მუხლით, ეს არის ჯგუფური ძალადობა. ეს მოძალადეები ყველა უნდა იყვნენ დაჭერილები“, - განაცხადა ნინო აბრამიშვილმა.

ცნობისთვის, დავით ფეიქრიშვილისოჯახისა და ადვოკატის განცხადებით, პატიმარზე გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა ფიზიკურად იძალადა.

იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ "პირველებს" უთხრა, რომ მსჯელობენ გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობიდან მოხსნის თაობაზე, თუმცა „ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის".

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურინინო აბრამიშვილი მოითხოვს, რომ მისი შვილის, დავით ფეიქრიშვილის ცემის ფაქტზე ძალადობის მუხლით დაწყებული გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის“
პაატა სალია
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ნინო აბრამიშვილი მოითხოვს, რომ მისი შვილის, დავით ფეიქრიშვილის ცემის ფაქტზე ძალადობის მუხლით დაწყებული გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით გადაკვალიფიცირდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები