ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბულგარეთის სანაპიროსთან ბერძნულ სატვირთო გემზე საზღვაო დრონებით თავდასხმა მოხდა

შავ ზღვაში ბერძნულ სატვირთო გემს საზღვაო დრონები დაესხნენ თავს და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრ დიმიტარ სტოიანოვის ცნობით, სამი ჭურვი მოხვდა. ეკიპაჟის 18-ვე წევრი ევაკუირებულია, თავდასხმის ავტორების ვინაობა კი ამ დროისთვის უცნობია.

ბულგარეთის სანაპიროსთან ბერძნულ სატვირთო გემზე საზღვაო დრონებით თავდასხმა მოხდა
ბულგარეთის სანაპიროსთან ბერძნულ სატვირთო გემზე საზღვაო დრონებით თავდასხმა მოხდაალია

შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროსთან, საზღვაო დრონები ბერძნულ სატვირთო გემს დაესხნენ თავს.

ინციდენტი ქალაქ შაბლას სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 21 საზღვაო მილის (დაახლოებით 39 კილომეტრის) დაშორებით მოხდა.

როგორც ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა, დიმიტარ სტოიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემს სამი დრონი ბულგარეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მოხვდა.

სამინსიტროს ინფორმაციით, ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ოპერაცია ჩაატარეს იმ გემის ეკიპაჟის გადასარჩენად, რომელიც რუმინეთის ქალაქ კონსტანცისკენ მიემართებოდა. გემის ეკიპაჟის 18-ვე წევრი ევაკუირებულია.

ბულგარეთის რადიოს ცნობით, სატვირთო გემი ისრაელის პორტ ჰაიფიდან მიემართებოდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ დგას თავდასხმის უკან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. ბათუმელებიოპოზიციურიშავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროსთან, დრონები კიდევ ერთ სატვირთო გემს დაესხნენ თავს
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიბულგარეთის სანაპიროსთან სატვირთო გემზე მორიგი შეტევა იყო
  3. რუსთავი 2სამთავრობობულგარეთის სანაპიროსთან, შავ ზღვაში, უპილოტო აპარატებმა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ბერძნულ გემზე იერიში მიიტანეს
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ეს არის ბულგარეთის მახლობლად კონტეინერმზიდ CONTSHIP JET-ზე გუშინდელი თავდასხმის კადრებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები