ბულგარეთის სანაპიროსთან, შავ ზღვაში, უპილოტო აპარატებმა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ბერძნულ გემზე იერიში მიიტანეს
შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროსთან, დრონებმა ბერძნულ კონტეინერმზიდზე იერიში მიიტანეს, რის შემდეგაც ეკიპაჟის 18 წევრის ევაკუაცია გახდა საჭირო. უკრაინა მომხდარზე პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებს, რუსული მხარე კი ბრალდებას უარყოფს.

ბულგარეთის სანაპიროსთან, შავ ზღვაში, უპილოტო აპარატებმა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ბერძნულ გემზე იერიში მიიტანეს. ცნობილია, რომ კონტეინერმზიდი, ისრაელის პორტ ჰაიფადან რუმინეთის ქალაქ კონსტანცისკენ მიემართებოდა.
ბულგარეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს და ბორტზე მყოფი ეკიპაჟის თვრამეტივე წევრის ევაკუაცია განახორციელეს. ამ დროისთვის უცნობია, თუ ვინ დგას თავდასხმის უკან.
ბოლო კვირების განმავლობაში ბულგარეთის ნაპირებთან სულ მცირე ექვს სავაჭრო გემზე განხორციელდა თავდასხმა. უკრაინა მომხდარზე პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებს, რუსული მხარე ბრალდებებს უარყოფს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…