პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ხარკოვზე რუსეთის დარტყმის შედეგად დაიჭრა ცხრა ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები

რუსეთის არმიამ ხარკოვის სამრეწველო ზონაზე რაკეტებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიჭრა.

ხარკოვზე რუსეთის დარტყმის შედეგად დაიჭრა ცხრა ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები
რადიო თავისუფლება

კვირას დღისით რუსეთის არმიამ იერიში მიიტანა ხარკოვის ნემიშლის რაიონის სამრეწველო ზონაზე. ამის შესახებ განაცხადა ქალაქის მერმა იჰორ ტერეხოვმა. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა ცხრა ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულებს შორის ერთი წლის ბავშვიცაა.

როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იტყობინება, დარტყმა რაკეტებით განხორციელდა, მისი სამიზნე კი იყო საფოსტო ტერმინალი. ტერმინალი და მის სიახლოვეს მდგარი ორი ავტომობილი დაიწვა.

კიდევ ერთი დარტყმა დაფიქსირდა ქალაქის კიევის რაიონში. ხარკოვის მერმა განაცხადა, რომ ეს მოხდა ქალაქის ერთ-ერთი ბაზრის მახლობლად. მეორე იერიშის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

29 ნოემბერს დილას გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის მიერ უკრაინის კიდევ სამი ქალაქის - ზაპოროჟიეს, კრემენჩუკისა და ოდესის დაბომბვის შესახებ. დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა სულ მცირე ათი.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთმა ხარკოვი დაბომბა - არის მსხვერპლიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები