ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის ვიცე-მერი კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს შეხვდა

თბილისის მერია

თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე არქიტექტურული კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს მანუელა გატოს შეხვდა. ტყემალაძის განცხადებით, კომპანია თბილისში ერთ პროექტს უკვე ახორციელებს და მერია მზადაა მხარი დაუჭიროს მათ მომავალ საქმიანობას დედაქალაქში.

თბილისის ვიცე-მერი კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს შეხვდა
თბილისის ვიცე-მერი კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს შეხვდაიმედინიუსი

თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს მანუელა გატოს და ბიზნესის განვითარების მენეჯერს მარიამ ნოვრუზის შეხვდა.

შეხვედრის მიზანი იყო თბილისის მერიასა და კომპანიას შორის შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა.

როგორც ვიცე-მერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ავტორიტეტისა და მასშტაბის კომპანია, როგორიცაა Zaha Hadid Architects, პროექტებს თბილისში ახორციელებდეს.

„მათი მხრიდან წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ავტორიტეტული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე კომპანია ოპერირებდეს ჩვენს ქალაქში. აღნიშნული კომპანია თბილისში ერთ პროექტს უკვე ახორციელებს და იმედი გვაქვს, რომ მომავალში სხვა პროექტებითაც იქნება წარმოდგენილი. მათ გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა ამისთვის, ჩვენ კი ჩვენი მხრიდან აღვუთქვით მხარდაჭერა ყველა იმ პროცედურასა თუ საკითხში, რომელიც მათი საქმიანობისთვის იქნება საჭირო“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

შეხვედრას თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ბაგაშვილი და არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოთბილისის ვიცე-მერი კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს შეხვდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მათი მხრიდან წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ავტორიტეტული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე კომპანია ოპერირებდეს ჩვენს ქალაქში. აღნიშნული კომპანია თბილისში ერთ პროექტს უკვე ახორციელებს და იმედი გვაქვს, რომ მომავალში სხვა პროექტებითაც იქნება წარმოდგენილი. მათ გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა ამისთვის, ჩვენ კი ჩვენი მხრიდან აღვუთქვით მხარდაჭერა ყველა იმ პროცედურასა თუ საკითხში, რომელიც მათი საქმიანობისთვის იქნება საჭირო“
გიორგი ტყემალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები