ლევან ჟორჟოლიანი: ჩვენი მთავარი მიზანია, კვალიფიციური კადრი გაიზარდოს საჯარო დაწესებულებებში, მოხდეს საჯარო სამსახურის პოპულარიზაცია
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების პროგრამის მთავარი მიზანი კვალიფიციური კადრების გაზრდა და საჯარო სამსახურის პოპულარიზაციაა.

ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ კვალიფიციური კადრი გაიზარდოს საჯარო დაწესებულებებში, მოხდეს საჯარო სამსახურის პოპულარიზაცია; ძალიან დიდი გამოცდილების მიღების შესაძლებლობაა ზოგადად საჯარო სამსახურში, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ლევან ჟორჟოლიანმა სტაჟირების პროგრამის ძირითად კრიტერიუმებზე ისაუბრა.
„ვაკანსიებს აცხადებს საჯარო დაწესებულება, ეს იქნება მუზეუმი, სამინისტრო, სსიპი, აიპი, შპს, სახელმწიფო. რა არის შერჩევის კრიტერიუმი: პირველი - აკადემიური მოსწრება, GPA მინიმუმი 2,7 და 4.0-მდე და იქ სადაც GPA არ არის, 70 ქულიდან 100 ქულამდე. შემდეგ ხდება განცხადებების გადარჩევა და გასაუბრება. საჯარო დაწესებულებას შეეძლო, თავის სპეციფიკიდან გამომდინარე, დამატებითი კრიტერიუმები დაედგინა, იმიტომ, რომ აქ შედის შსს, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ა.შ. ყველას შეეძლო, თავის სპეციფიკიდან გამომდინარე კონკრეტული მოთხოვნები დაედგინა. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო უნივერსიტეტებს, რომლებიც ძალიან მოგვეხმარნენ ამ მიმართულებით ინფორმაციის მოწოდებაში. ცნობების აღება ბიუროკრატიასთან რომ არ ყოფილიყო დაკავშირებული, ჩვენ თვითონ ვითხოვდით ინფორმაციას უნივერსიტეტებიდან და მადლობა მათ ამ მხარდაჭერისთვის. შემდეგ არის გასაუბრება და ამ გასაუბრების შედეგად ხდება კანდიდატების შერჩევა“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, პროგრამის მთავარი მიზანია, კვალიფიციური კადრი გაიზარდოს საჯარო სამსახურში.
„ყველაზე მეტი დაიტოვეს სამინისტროებმა,რაც ძალიან გვიხარია. ასე მოხდა ადგილობრივ თვითმმართველობებშიც და ძალიან კარგი შედეგი გვქონდა ამ მიმართულებით. ჩვენი მთავარი მიზანია, კვალიფიციური კადრი გაიზარდოს საჯარო დაწესებულებებში, საჯარო სამსახურში და მივცეთ ახალგაზრდებს საშუალება, რომ ერთი -პოპულარიზაცია მოხდეს საჯარო სამსახურის და მეორე - რაც შეიძლება გაიზარდონ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი გამოცდილების მიღების შესაძლებლობაა ზოგადად საჯარო სამსახურში“, - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2ლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამის მთავარი მიზანია, ახალგაზრდებს მივცეთ შანსი, რაც შეიძლება კარგად წარმართონ თავისი საქმიანობა და საჯარო სამსახური არის ადგილი, სადაც შეგიძლია, მიიღო ძალიან დიდი გამოცდილება, რომელიც შემდეგ ცხოვრებაში გამოგადგება
- იმედინიუსილევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამის მთავარი მიზანია, ახალგაზრდებს მივცეთ შანსი, რაც შეიძლება, კარგად წარმართონ თავისი საქმიანობა და საჯარო სამსახური არის ადგილი, სადაც შეგიძლია, მიიღო ძალიან დიდი გამოცდილება, რომელიც შემდეგ ცხოვრებაში გამოგადგება
- რუსთავი 2ლევან ჟორჟოლიანი: ჩვენი მთავარი მიზანია, კვალიფიციური კადრი გაიზარდოს საჯარო დაწესებულებებში, მოხდეს საჯარო სამსახურის პოპულარიზაცია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.