პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შავ ზღვაში ორ გემს დრონები დაესხნენ თავს, რომელთაგან ერთი ჩაიძირა

შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროსთან ორ გემს დრონები დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ერთი ჩაიძირა, — განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შავ ზღვაში ორ გემს დრონები დაესხნენ თავს, რომელთაგან ერთი ჩაიძირა
რუსთავი 2

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში ორ გემს დრონები დაესხნენ თავს, რომელთაგან ერთი ჩაიძირა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ბულგარეთის სანაპიროდან დაახლოებით 24 კილომეტრში მოხდა.

რადევს გემების წარმოშობის ან ტვირთის გადაზიდვის შესახებ, ან საერთოდ გადაჰქონდათ თუ არა გემებს რამე, არ განუმარტავს. მან ასევე არ დააკონკრეტა, საიდან იყო დრონები გაშვებული.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბულგარეთი შავ ზღვაში გემებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ამ თვის დასაწყისში, რადევმა 6 ოქტომბერს ქვეყნის სანაპიროდან დაახლოებით 130 კილომეტრში მომხდარ დრონით თავდასხმას "სრულიად მიუღებელი" უწოდა. ინციდენტის შედეგად ერთი სავაჭრო გემი ჩაიძირა და მეორე დაზიანდა. რადევს პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია, რადგან გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. ბათუმელებიოპოზიციურიდრონების თავდასხმა 2 გემზე შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროზე – ერთი გემი ჩაიძირა
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიბულგარეთის სანაპიროსთან კიდევ ერთი გემი ჩაიძირა უპილოტო აპარატებით შეტევის შედეგად
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბულგარეთის სანაპიროსთან ორ გემს დრონები დაესხა თავს, ერთი გემი ჩაიძირა, ეძებენ ეკიპაჟის წევრებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები