ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იღებს თუ არა ევროკომისია პასუხისმგებლობას საფრანგეთსა და იტალიაში განვითარებულ ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებით - "რუსთავი 2-მა" ევროკომისიას ოფიციალური წერილით მიმართა

რუსთავი 2

„რუსთავი 2-მა“ ევროკომისიას წერილით მიმართა შეკითხვით, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას საფრანგეთსა და იტალიაში გამართულ ძალადობრივ აქციებზე, რადგან უცხოური მედიის მტკიცებით, კომისია არეულობებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს აფინანსებდა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა ოფიციალური წერილით მიმართა ევროკომისიას შეკითხვით - იღებს თუ არა პასუხისმგებლობას საფრანგეთსა და იტალიაში განვითარებულ ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებით. ასევე, ტელეკომპანია დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს ევროკომისიას საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, თუმცა ამ დრომდე მათგან პასუხი არ მიუღია.

ცნობისთვის, ევროკომისია მორიგ სკანდალში ეხვევა - საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, სწორედ ევროკომისია აფინანსებდა საფრანგეთსა და იტალიაში ძალადობრივ არეულობებთან დაკავშირებულ 5 ორგანიზაციას. საგამოძიებო მასალებს ამ თემაზე პოლონური Visegrad 24, ესპანური La Gazzetta და ბელგიური Brussels Signal ავრცელებს.

საუბარია ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ადამიანის უფლებათა დაცვის წამყვან ორგანიზაციებსა და პროფკავშირზე, მათ შორის, საფრანგეთის ადამიანის უფლებათა ლიგაზე, საერთაშორისო ფედერაციასა და იტალიურ გაერთიანებებზე.

გამოცემები წერენ, რომ აღნიშნულ ორგანიზაციებს ევროკავშირისა და სოროსის ფონდებისგან მილიონობით ევრო და შვეიცარიული ფრანკი აქვთ მიღებული, რაც აქციებზე არეულობას მოხმარდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოVisegrad 24-ის ცნობით, ევროკომისია საფრანგეთსა და იტალიაში ძალადობრივ არეულობებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს აფინანსებდა
  2. რუსთავი 2სამთავრობოევროკომისიის სკანდალური დაფინანსება და მორიგი სკანდალი - საერთაშორისო მედიის ცნობით, ბრიუსელი ევროპაში ძალადობრივ არეულობებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს აფინანსებდა
  3. POSTVსამთავრობოევროკომისიის სკანდალური დაფინანსება და მორიგი სკანდალი: საერთაშორისო მედიის ცნობით, ბრიუსელი ევროპაში ძალადობრივ არეულობებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს აფინანსებდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკომისია მორიგ სკანდალში გაეხვა - საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ხუთი ორგანიზაცია ევროკომისიიდან ფინანსდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები