ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები და მათი კავშირი ევროპის ქალაქებში მასობრივ არეულობებთან - „ქრონიკამ“ ევროკომისიას ოფიციალური წერილით მიმართა

„ქრონიკამ“ ევროკომისიასა და ევროკავშირის საელჩოს კითხვებით მიმართა ევროპაში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ორგანიზაციების შესაძლო დაფინანსებაზე. საქართველოს მმართველი გუნდის მტკიცებით, ევროკავშირის თანხებით ქვეყანაში რადიკალური ჯგუფები ფინანსდებოდნენ.

ევროკომისიის სკანდალი, რომელზედაც საერთაშორისო მედია წერს - საუბარია იმ ორგანიზაციების დაფინანსებაზე, რომლებიც საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციებთან არიან დაკავშირებული. პოლონური, ბელგიური და ესპანური გამოცემები წერენ, რომ ამ ორგანიზაციებს ევროკავშირისა და სოროსის ფონდებისგან მილიონობით ევრო აქვთ მიღებული.

რა პასუხი აქვთ მძიმე ბრალდებებზე და აქვთ თუ არა კავშირი კონკრეტულ ორგანიზაციებთან - „ქრონიკამ“ ევროკომისიას ოფიციალური წერილით მიმართა. „ქრონიკამ“ კითხვებით მიმართა ევროკავშირის საელჩოსაც, თუმცა ამ დრომდე, კითხვებზე პასუხი გაუცემელი რჩება.

საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ეჭვის შეტანის საფუძველს ვერ ხედავს საქართველოს ხელისუფლება. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ სწორედ ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდნენ საქართველოში რადიკალური ჯგუფები.

მაკუნა აბულაძის სიუჟეტი:

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკომისიის სკანდალური დაფინანსება და მორიგი სკანდალი - საერთაშორისო მედიის ცნობით, ბრიუსელი ევროპაში ძალადობრივ არეულობებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს აფინანსებდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები