პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლო

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველზე პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მასთან ერთად საპროცესო შეთანხმება კიდევ სამ მსჯავრდებულს გაუფორმდა, მათ შორის ლაშა ბერიძეს, რომელიც ციხიდან დღესვე უნდა გათავისუფლდეს.

მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა
ალია

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა, მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ის ციხიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველზე გათავისუფლდა.

„თითქმის ყველა სხდომაზე მე მოვუწოდებდი ჩემთან ერთად დაკავებულ სხვა ადამიანებს, რომ ესარგებლათ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტით, რაც მოხდა კიდეც, საბედნიეროდ. მიმაჩნია, რომ ახლაც მაქვს პასუხისმგებლობა. არ არის მარტივი, როდესაც შენ რაღაცას მოუწოდებ და ამის შემდეგ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება, ეს მძიმე პასუხისმგებლობაა, რომელსაც ახლაც ვგრძნობ. ამიტომაც მოვუწოდებდი მათ ყოველთვის ყოველ ჯერზე, როცა ამის საშუალება მქონდა“, – განაცხადა მურთაზ ზოდელევამ პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ.

მასთან ერთად დღეს უნდა გათავისუფლდეს კიდევ ერთი მსჯავრდებული ლაშა ბერიძეც.

ლაშა ბერიძისა და მურთაზ ზოდელავას გარდა, საპროცესო შეთანხმება მათთან ერთად კიდევ ორ მსაჯავრდებულს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას გაუფორმდა.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ოთხივე მსჯავრდებულს 3 წლითა და 1 თვის ვადით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელი და 1 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადეს, ხოლო 2 წელი ჩაეთვლებათ პირობითად.

მსჯავრდებულებიდან ირაკლი ჩხვირკია პენიტენციურ დაწესებულებას 6 ნოემბერს, გური ჟვანია კი 16 ნოემბერს დატოვებს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებიდან ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას – 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. მურთაზ ზოდელავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

რაც შეეხებათ ირაკლი ჩხვირკვიასა და გური ჟვანიას, მათ, 5-5 წლით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3ნეიტრალური 4
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე პენიტენციურ დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებენ
  3. რუსთავი 2სამთავრობო4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულები - მურთაზ ზოდელევა და ლაშა ბერიძე, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ციხეს დღეს დატოვებენ
  4. TV პირველიოპოზიციურიერთწლიანი პატიმრობა დასრულებულია - ლაშა ბერიძემ ციხე დატოვა
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა
  6. ალიაოპოზიციურილაშა ბერიძემ ციხე დატოვა
  7. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიმურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს
  8. ინტერპრესნიუსინეიტრალური4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვა
  9. რუსთავი 2სამთავრობო"მე მოვინანიე ჩემი ჩადენილი დანაშაული. ციხიდან გამოშვების საფუძველი არის აღიარება და მონანიება" - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ლაშა ბერიძე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თითქმის ყველა სხდომაზე მე მოვუწოდებდი ჩემთან ერთად დაკავებულ სხვა ადამიანებს, რომ ესარგებლათ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტით, რაც მოხდა კიდეც, საბედნიეროდ. მიმაჩნია, რომ ახლაც მაქვს პასუხისმგებლობა. არ არის მარტივი, როდესაც შენ რაღაცას მოუწოდებ და ამის შემდეგ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება, ეს მძიმე პასუხისმგებლობაა, რომელსაც ახლაც ვგრძნობ. ამიტომაც მოვუწოდებდი მათ ყოველთვის ყოველ ჯერზე, როცა ამის საშუალება მქონდა“
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ქვეყნიდან არსად წასვლას არ აპირებს, თუმცა საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ხედავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები