ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით სონღულაშვილი ერევანში ევროპის საბჭოსა და ბერნის კონვენციის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ერევანში გამართულ შეხვედრებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში დაცული ტერიტორიების მაჩვენებელი ქვეყნის თითქმის 23%-ს აღწევს.

დავით სონღულაშვილი ერევანში ევროპის საბჭოსა და ბერნის კონვენციის წარმომადგენლებს შეხვდა
დავით სონღულაშვილი ერევანში ევროპის საბჭოსა და ბერნის კონვენციის წარმომადგენლებს შეხვდაპირველი არხი

ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის (CBD) მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (COP17) მაღალი დონის სეგმენტის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, დავით სონღულაშვილსა და ევროპის საბჭოს სოციალური უფლებების, ჯანმრთელობისა და გარემოს დირექტორატის ხელმძღვანელს, რაფაელ ბენიტეზსა და ბერნის კონვენციის გენერალურ მდივანს, ალესანდრა სიინოს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრებზე მხარეებმა ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოებისა და ბერნის კონვენციის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ბერნის კონვენციასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, ისევე როგორც რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება, მნიშვნელოვანია კუნმინგ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩოპროგრამის 2030 წლის მიზნების მისაღწევად. საქართველო მზად არის, აქტიური წვლილი შეიტანოს ამ მიზნების განხორციელებაში“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს პავილიონში გაიმართა ღონისძიება „დაცული ტერიტორიების გაძლიერება ბერნის კონვენციის ფარგლებში“, რომელიც რაფაელ ბენიტეზმა გახსნა.

ღონისძიების ფარგლებში დავით სონღულაშვილმა ისაუბრა დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და მართვის მიმართულებით საქართველოს პროგრესზე. აღნიშნა, რომ ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, მათ შორის ზურმუხტის ქსელის ტერიტორიების გათვალისწინებით, საერთო მაჩვენებელი ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 23%-ს აღწევს, რაც ბიომრავალფეროვნების გლობალური მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი წინსვლაა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვისა და აღდგენის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებს, მათ შორის სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის დამტკიცებისა და ექვსი სახეობის აღდგენის მიზნით მიმდინარე ღონისძიებების მნიშვნელობას.

ღონისძიება პანელური დისკუსიით გაგრძელდა, რომელშიც ევროპის საბჭოს ბერნის კონვენციის თავმჯდომარე კარლო ამირგულაშვილი, ასევე ბერნის კონვენციის გენერალური მდივანი, CBD-ის სამდივნოსა და სამინისტროს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოდავით სონღულაშვილი ერევანში, ევროპის საბჭოსა და ბერნის კონვენციის წარმომადგენლებს შეხვდა
  2. იმედინიუსისამთავრობოდავით სონღულაშვილი ერევანში, ევროპის საბჭოსა და ბერნის კონვენციის წარმომადგენლებს შეხვდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბერნის კონვენციასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, ისევე როგორც რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება, მნიშვნელოვანია კუნმინგ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩოპროგრამის 2030 წლის მიზნების მისაღწევად. საქართველო მზად არის, აქტიური წვლილი შეიტანოს ამ მიზნების განხორციელებაში“
დავით სონღულაშვილმა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს, დავით მორისონს შეხვდა​წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები